USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
გიორგი კობერიძე - როდის აღნიშნავს შობას მართლმადიდებლური ევროპა ?!
дата:  1342

საინტერესო რუკას წავაწყდი (ვთარგმნი, განმარტებებს მოვაყოლებ და ვიმსჯელოთ):

- მკვეთრ წითლად გამოხატულია იმ მართლმადიდებლური ქვეყნების ის მართლმადიდებლური საპატრიარქოები, რომლებიც შობას ახალი სტილით 25 დეკემბერს აღნიშნავენ - საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, კვიპროსი და ახლა უკვე უკრაინაც;

- ღია წითლად იმ არამართლმადიდებლური ქვეყნების ის მართლმადიდებლური საპატრიარქოებია გამოხატული, რომლებიც შობას ახალი სტილით 25 დეკემბერს აღნიშნავენ - კონსტანტინოპოლისა და ანტიოქიის საპატრიარქოები, ფინეთი და ალბანეთი, ისევე როგორც სირიის ეკლესია;

- ლურჯად კი იმ მართლმადიდებლური ქვეყნების ის მართლმადიდებლური საპატრიარქოებია გამოხატული, რომლებიც შობას ძველი სტილით, 7 იანვარს აღნიშნავენ (ანუ 7 იანვარს დგება 25 დეკემბერი) - რუსეთი, სერბეთი, მონტენეგრო, მაკედონია, მოლდოვა, ბელარუსი და საქართველო. მონტენეგროში მოსახლეობის დიდ ნაწილს ახალი სტილის შემოღება უნდა, მაგრამ რადგან მონტენეგროს ეკლესია არ არის თავისუფალი და ემორჩილება სერბეთს, ამის გამო მათი არჩევანი დიდი არ არის.

ახლა მცირე განმარტება:

1923 წელს მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ იულიუსის მოქმედი კალენდარი ცდებოდა მიიღეს შესწორებული კალენდარი, რომელსაც თავდაპირველად ყველა მართლმადიდებლური ეკლესია დაეთანხმა. ამ ანუ ახალი კალენდრის მიხედვით როდესაც 25 დეკემბერს აღინიშნებოდა შობა საერო კალენდრითაც 25 დეკემბერი იდგა - ძველი კალენდრით კი მხოლოდ 7 იანვარს დგებოდა ეს თარიღი. საქართველოს პატრიარქი ამბროსი ხელაიას თაოსნობით საქართველოც შეუერთდა ამ განკარგულებას, თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთის ეკლესიამ ისევ ძველ სტილზე დაბრუნება არჩია, ამბროსი ხელაიაც აღარ იყო მთავარი მოქმედი ფიგურა და საბჭოთა კავშირის მიერ ეკლესიის წინააღმდეგ წამოწყებული ქაოსიც დაერთო, საქართველოს საპატრიარქომ შეაჩერა ახალ წესზე გადასვლა და დროებით დარჩა ძველ წესზე (თუმცა არასდროს გაუუქმებია განკარგულება გადასვლის შესახებ).

მართლმადიდებლური სამყაროს ის ნაწილი, რომელთაც კავშირი არ ჰქონდათ რუსეთის ეკლესიასთან და ისტორიულ ფესვებს ინარჩუნებდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან და მსოფლიო პატრიარქთან, ეტაპობრივად გადავიდნენ ახალ სტილზე და ზეიმობენ შობას 25 დეკემბერს (ანუ 25 დეკემბერი დგება 25 დეკემბერს და არა 7 იანვარს).

მარტივად რომ ვთქვათ დღეს თუ 26 ნოემბერია, ძველი სტილით 13 ნოემბერია, ხოლო როდესაც 7 იანვარი დადგება ძველი სტილით 25 დეკემბერი იქნება. მაგრამ თუკი 7 იანვარს 25 დეკემბერი დგება მაშინ პირველი იანვარი ანუ ახალი წელი 14 იანვარს დადგება მხოლოდ. შესაბამისად, კალენდარული თვალსაზრისით აცდენები არცთუ უმნიშვნელოა.

ამასთან, რუსეთს არც არასდროს დაუმალავს რომ შობის თარიღი პოლიტიკური საკითხი იყო. ამ საკითხის უცხოელი შემფასებლების ნაწილი იმასაც აღნიშნავს, რომ ქვეყნები, რომლებიც ძველ სტილზე დარჩნენ და 7 იანვარს აღნიშნავენ შობას, რუსული ზეგავლენის სფეროში რჩებიანო. რა თქმა უნდა, ეს საკამათო განცხადებაა საქართველოსა და მონტენეგროს მაგალითის გათვალისწინებით, მაგრამ ასეა თუ ისე ეს აღქმა სამწუხაროდ მართლაც არსებობს.

ასევე, გირჩევთ უყუროთ ლაშა ბაქრაძის საინტერესო მსჯელობა-ანალიზს ამ თემასთან დაკავშირებით:
https://www.facebook.com/MOVEMENT.storytelling/videos/612937789513786 

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
Тбилиси
მთაწმინდის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების ბიუჯეტმა 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მთაწმინდის რაიონში 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების ღირებულებამ 24 054 468 ლარი შეადგინა.

„2025 წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, რომელთა საერთო ბიუჯეტმა 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. გზების რეაბილიტაცია, გამწვანება, სკვერებისა და სპორტული მოედნების განახლება, საცხოვრებელი სახლების გამაგრება - ეს ის კონკრეტული შედეგებია, რომლებიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მნიშვნელოვანია, რომ უკვე წარმოდგენილია 2026 წლის გეგმებიც, რაც კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას გვაძლევს. მადლობა მთაწმინდის რაიონის გამგებელს, დავით კირკიტაძეს, გამგეობის გუნდს და ყველა იმ უწყებას, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრეზენტაციაზე მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 23 730 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე შეკეთდა კაპიტალურად 10 ქუჩა. აშენდა გრუნტის დამჭერი 4 კედელი. კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა 143 მისამართზე, გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები - 403 მისამართზე, 48 მისამართზე სკვერებსა და სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2025 წლის განმავლობაში განხორციელდა 129 პროექტი, მათ შორის კაპიტალურად გამაგრდა 3 ავარიული საცხოვრებელი სახლი. 35 მისამართზე სახლის სახურავი, ხოლო წყალარინების ქსელი 20 მისამართზე შეიცვალა. მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის 8 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება.

ანგარიშის წარდგენას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე 2026 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან, მასშტაბურ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელთა განხორციელება შემდეგ წელს გაზრდილი ბიუჯეტით იქნება შესაძლებელი.

более
голосование
Кстати