USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
გიორგი კობერიძე - რა ხდება უკრაინაში ამ დროისთვის
თარიღი:  393
17 თებერვლის შეჯამება უკრაინაში:
- დონეცკის რაიონში, ქალაქი ბახმუტი და მისი შემოგარენი ყველაზე აქტიურ საბრძოლო მოქმედების ზონად რჩება. რუსებმა მძიმე შეტევის შემდეგ ქალაქის სიახლოვეს, ჩრდილო-აღმოსავლეთით პარასკოვიივკას დიდი ნაწილის დაკავება შეძლეს. ბოლო 72 საათია დასახლებას არამხოლოდ "ვაგნერი" არამედ საჰაერო სადესანტო ძალები უტევენ და მიუხედავად დიდი დანაკარგისა და რამდენიმე უკუქცევისა, დასახლებაში შეღწევა დღეს წარმატებით განახორციელეს. საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო მომატებულია.
სიტუაცია უკეთესია ბახმუტის შიგნით. მის აღმოსავლეთ ნაწილში "ვაგნერთან" ერთად რუსული სპეცრაზმი მოქმედებს, თუმცა უკრაინელები მათ მოგერიებას და დიდი დანაკარგების მიყენებას ახერხებენ. ბახმუტის მიმართულებით აქტიურები არიან დონეცკელი სეპარატისტების ნარჩენებიც, თუმცა მათ შორის მსხვერპლი იმდენად მაღალია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ერთეულიდან სრულიად გამოფიტულ დანაყოფად ჩამოქვეითდნენ. ეს კი რუსეთის გეგმაზომიერი პოლიტიკაა - ის ფრონტის ხაზზე სპეციალურად არჩეულ, ხშირად ეთნო-ტერიტორიული ნიშნით წარმოშობილ სამხედროებს აგზავნის.
ქალაქის შემოგარენში, დაღამებისთანავე აქტიურდებიან უკრაინული დანაყოფები და ღამის ხედვის აპარატებით შეიარაღებულები ახორციელებენ ლოკალურ კონტრთავდასხმებს რუსულ პოზიციებზე. მოქმედებენ უკრაინული დრონებიც.
პრაქტიკულად, ბოლო 48 საათში ბახმუტის ირგვლივ საბრძოლო მოქმედებებმა განსაკუთრებულად იმატა. რუსებმა მობილიზებული ნაწილებიც ჩართეს და არტილერიის ცეცხლის ქვეშ ღია სივრცეში შეტევაზე ტალღებადაც კი გადადიან. ეს კი მასირებულ სიკვდილზე ან ტყვედ ჩავარდნაზე მიუთითებს. ორივე მათგანი გაზრდილია. თუკი ომში მსხვერპლი ძირითადად არტილერიასა და ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღებაზე მოდიოდა ბოლო თვეებია თანდათან პროგრესირებს ახლო კონტაქტურ ბრძოლაში დაღუპულ სამხედროთა რიცხვი. მათი უმრავლესობა კი ბახმუტის, ავდიივკასა და მარიინკას მიმართულებაზე მოდის.
ბახმუტის მიმართულებით დასავლეთის გზა რუსების მიერ იბომბება, მაგრამ მასთან მიახლოებას ვეღარ ახერხებენ.
- რუსები ლუგანსკის რაიონშიც აქტიურობენ, თუმცა წარუმატებლად. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი, რომლიდანაც უკრაინელები ოლქში მოქმედებენ ბილოჰორივკაა. მიუხედავად რუსების მცდელობისა დაიკავონ დასახლება ისინი ამას მესამე თვეა უშედეგოდ ცდილობენ. მსხვერპლი კი ამ მიმართულებითაც ძალიან მაღალი აქვთ. ერთ-ერთი ყველაზე აქტიურ ზონად რჩება ბილოჰორივკას მიმართულება, თუმცა ინფორმაციის თვალსაზრისით გაშუქება მინიმალურია.
- უკრაინელებმა ფრანგებისაგან Akeron MP ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება მიიღეს. მას 5 კილომეტრის დაშორებით მყოფი ტანკის განადგურება შეუძლია. ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებზეც მაგრდება.
- რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი მარია იანკინი ფანჯრიდან გადავარდა/გადააგდეს. იგი ადგილზე გარდაიცვალა. ბოლო ერთ წელიწადში მსგავსმა მოვლენებმა რუსეთში ჩვეულებრივი სახე მიიღო. შიდა დაპირისპირებასა და ანგარიშსწორებასთან ერთად სავარაუდოა, რომ რაღაცების დაფარვასაც ემსახურებოდეს ეს ყველაფერი.
გაყევი ბმულს - გიორგი კობერიძე
თბილისი
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.