USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
გიორგი კობერიძე - ეს კვირები კვლავ გახშირდა პროპაგანდა რუსული არმიის გამარჯვებისა და უკრაინის არმიის ჩამოშლის შესახებ, რაც ცხადია სიცრუეა
თარიღი:  1290
ეს კვირები კვლავ გახშირდა პროპაგანდა რუსული არმიის გამარჯვებისა და უკრაინის არმიის ჩამოშლის შესახებ, რაც ცხადია სიცრუეა. ამ რუკაზე კარგად ჩანს თუ რა შეიცვალა 6 თვის განმავლობაში ფრონტის ხაზზე დონეცკის ოლქში.
რაც შეეხება კონკრეტულ მდგომარეობას ივნის-ივლისის თვეში:
1. რეკორდული სიცხეებია უკრაინაში. ამაზე რუსებიც ჩივიან და უკრაინელებიც. რუსულ არმიაში ჰიგიენის სერიოზული პრობლემაა, რაც პოტენციურად ავადმყოფობების გავრცელების რისკს ზრდის.
2. უკრაინელები როსტოვის ოლქში აქტიურად ბომბავენ ნავთობტერმინალებს. ბოლო თვეებში უკრაინიდან 1000 კილომეტრის რადიუსში რუსეთის ტერიტორიაზე დაბომბვების შედეგად რუსულ ლოჯისტიკაში სერიოზული პრობლემები გაჩნდა. ამიტომაა, რომ ჯერაც ვერ ვიხილეთ რუსეთი საზაფხულო მასშტაბური ოპერაცია. უკრაინელები დროს კარგად იგებენ და ემზადებიან პოტენციური კონტრშეტევისათვის. სად და როდის ეს უცნობია. წინა წლის ინფორმაციის გაჟონვის გაკვეთილი ამ მხრივ ნასწავლია.
3. ცოცხალი ძალის დეფიციტის გამო რუსებმა კონტაქტორების ძიება ახალი მასშტაბით განაახლეს და გაზრდილ თანხებს ჰპირდებიან. მოსკოვის ოლქში ყველაზე დიდია ანაზღაურება, ციმბირის პროვინციებში - ყველაზე ცოტა. ბრიტანული დაზვერვა ომის დაწყებიდან დღემდე რუსების რიგებში ბოლო სამ თვეში რეკორდულ დანაკარგებზე მიუთითებს.
4. დონეცკის ოლქში ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ნიუ-იორკთან მიმდინარეობს. რუსებს ამ ქალაქის აღება არამხოლოდ ჰორლივკას სიახლოვისა და სტრატეგიული მნიშვნელობის, არამედ უშუალოდ სახელის გამო უნდათ. ნიუ-იორკი აღნიშნულ დასახლებას 2014 წლის რუსული აგრესიის შემდეგ ეწოდა.
5. დონეცკის ოლქის შედარებით დიდი ისეთი ქალაქი, როგორიცაა მირნოჰრადია რუსული საჰაერო იერიშების სამიზნე გახდა. პრაქტიკულად, რუსეთის მოკლევადიანი მიზანია დონეცკის ოლქი სრულად უცხოვრებელი გახადოს. იერიშები მშვიდობიან მოსახლეობასა და საავადმყოფოზე იყო მიტანილი.
6. ხარკოვის ოლქში ქალაქი ხარკოვის მიმართულებით რუსული იერიში ბოლო ერთი თვეა სრულ ჩიხშია შესული. რუსებმა ვერც ვოჩანსკის აღება მოახერხეს და ვერც ინიციატივის დაბრუნებას ახერხებენ. პირიქით, უკრაინელები ფლობენ ლოკალურ ინიციატივას ამ მიმართულებაზე.
7. ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკს რუსები საჰაერო დარტყმებით კვლავ ბომბავენ. 2022 წლის კონტრშეტევის შემდეგ უკრაინელებმა კუპიანსკი გაათავისუფლეს და პრინციპში ლუგანსკის ოლქის კონტროლი რუსებს პრობლემურად უქციეს. ამიტომაა, რომ რუსები მაქსიმალურად ცდილობენ კუპიანსკამდე მიღწევას და მდინარე ოსკილზე ანუ ბუნებრივ ბარიერზე ფრონტის ხაზის გავლებას.
8. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი, არ გამორიცხავს რუსეთმა კიდევ ერთი მიმართულება გახსნას უკრაინის წინააღმდეგ. ამჯერადაც ბელარუსიდან. რეალისტურად ამის შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ იმ ფონზე, რომ ათასობით სამხედრო ხარკოვის ოლქის ოპერაციას კიდევ ერთხელ შესწირა რუსეთმა, არაა გამორიცხული ბელარუსიდან კიდევ იყოს მოქმედების მცდელობა.
9. რუსეთის მხრიდან დივერსია ნატოს წინააღმდეგ გრძელდება - გაირკვა რომ რუსულ უშიშროებას გერმანიის სამხედრო წარმოების, რაინმეტალის უფროსის მოკვლა სურდა. თუმცა წარუმატებლად. ამასთან, რუსების მცდელობა მოეხდინათ საბოტაჟი ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე ახლა მეტი ყურადღებით კონტროლდება.
10. ნატოს სამიტზე უკრაინის გვერდით დგომა და დახმარება კიდევ ერთხელ გამოცხადდა. უკრაინას დამატებით გადაეცემა Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. წელსვე გამოჩნდება პირველი F16-ბი.
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის