USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
გიორგი კობერიძე - 26-28 ივლისს ნიგერში გადატრიალება მოხდა, რის შემდეგაც სამხედროებმა მთავრობის წევრები დააკავეს
дата:  
26-28 ივლისს ნიგერში გადატრიალება მოხდა, რის შემდეგაც სამხედროებმა მთავრობის წევრები დააკავეს. გადატრიალება რუსეთ-აფრიკის სამიტის კვალდაკვალ წარიმართა. სამხედროებმა და მათმა მხარდამჭერებმა საფრანგეთი საელჩოზე თავდასხმა განახორციელეს. ნიგერი საფრანგეთის ყოფილი კოლონიაა. პოტენციურ სამიზნედ დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებიც შეიძლება იყვნენ, რის გამოც მათი ევაკუაცია ხორციელდება.
მაგრამ სრული სურათის ეს სურათის მხოლოდ მინიმალური ნაწილია.
ნიგერის მომიჯნავედ მალიში 2021 წელს სამხედრო გადატრიალება მოხდა, რის შემდეგაც პრო-რუსული სამხედროები მოვიდნენ ხელისუფლებაში. მათ საფრანგეთის სამხედრო ძალების გაძევება მოითხოვეს, რომლებიც მანამდე ისლამურ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა მალის მთავრობას. 2022 წელს კი ბურკინა ფასოში მოხდა გადატრიალება, სადაც ასევე პრო-რუსული სამხედროები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ორივე ქვეყანაში ვაგნერის დაჯგუფება იქნა განთავსებული რუსული ინტერესების გასატარებლად. მანამდე მათ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაიკავეს პოზიციები. ნიგერი კი, სადაც ფრანგებს სამეთაურო პუნქტი მალიდან ჰქონდათ გადატანილი იქაც მივიღეთ მთავრობა, რომელსაც ზოგის ვარაუდით ზურგს შესაძლოა რუსეთი უმაგრებდეს ან მომავალში გახდეს რეჟიმის მხარდამჭერი. თუმცა აშშ-ს მხრიდან არ ყოფილა ამაზე მინიშნება და პირიქით, ჯერ არ არის მტკიცებულება რომ რუსეთის მიერ მოხდა გადატრიალებაო. არც ისინი ჩქარობენ მოვლენათა სრულყოფილ შეფასებას.
ეს კიდევ არაა ყველაფერი. ბურკინა ფასოსა და მალის წარმომადგენლები რუსეთ-აფრიკის სამიტზე იყვნენ წარმომადგენლები და კრემლი ღიად აქეს და ადიდეს, ხოლო დასავლეთი დაგმეს. ორივე მათგანს "ვაგნერელები" და რუსი ინსტრუქტორები უმაგრებენ ზურგს.
ახლა კი იმუქრებიან, რომ თუკი ვინმე ნიგერში გადატრიალების წინააღმდეგ წავა, ბუკინა ფასო და მალი თავიანთ თავზე დარტყმად მიიღებენ ამას და აუცილებლად ჩაერევიან ნიგერის სამხედრო რეჟიმის დასაცავად.
სადაა აქ ნიგერის მეზობელი ნიგერია? ნიგერია ადგილზე რეგიონის ყველაზე ძლიერი ძალაა. ის სამხედრო გადატრიალებას არ უჭერს მხარს, მაგრამ ფრთხილადაა. დასავლეთ აფრიკის ეკონომიკურმა თანამეგობრობამ (ECOWAS) ულტიმატუმი წაუყენა ნიგერის სამხედრო ძალებს და ჩამოგდებული მთავრობის დასმა მოსთხოვა. ECOWAS ნიგერიაში ბაზირებული, ნიგერიის მიერვე მხარდაჭერილი გაერთიანებაა. შესაბამისად, მისი განცხადება უბრალო არ არის. ამასთან, ნიგერიაში შიშობენ, რომ თუკი ნიგერში პრო-რუსული ძალები გაიმყარებენ პოზიციას და ვაგნერი ან მისი მსგავსი ორგანიზაცია ბაზირდება იქ, ამით ნიგერიასაც შეექმნება საფრთხე. ამ ფონზე შესაძლოა გაბედოს ნიგერიამ ჩარევა, მაგრამ არ ჩარევის შემთხვევაში თავად მასაც შეიძლება შეექმნას სამომავლო საფრთხე. ამიტომაა, რომ პროცესებს ყველა ყურადღებით აკვირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ აფრიკის ქვეყნების დიდ ნაწილში ჩინეთი და რუსეთი არიან ძირითადად წარმოდგენილნი. ისეთი გავლენიანი ძალები კი როგორიც საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ა ამ გადატრიალებებისა და პეკინისა და რუსეთის ეკონომიკური ექსპანსიების ფონზე თანდათან გაირიყნენ რეგიონიდან. ამ ფონზე, აფრიკის რუსეთ-სამიტისას კრემლმა 23 მილიარდი დოლარის ვალი ჩამოუწერა მოკავშირე აფრიკულ სახელმწიფოებს.
რეალურად ნიგერი დიდი პოლიტიკური თამაშის ერთი ნაწილია, რომლის უკანაც რუსეთის გლობალური ინტერესები დგას.
მიყევიტ ბმულს - გიორგი კობერიძე
общество
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати