USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
გიორგი კობერიძე - 25 თებერვლის შეჯამება უკრაინაში
Date:  341
- სიტუაცია ბახმუტის მიმართულებით კვლავ მძიმეა. რუსებმა ქალაქის ჩრდილოეთით მოსაზღვრე დასახლება იაჰიდნე დაიკავეს - სოფელი რომელიც ერთგვარ ბუფერსა და პოზიციური თავდაცვის მნიშვნელოვან წერტილს წარმოადგენდა. ამ ფონზე უკრაინელებმა ბახმუტთან არსებული პივიჩნის წყალსაცავი ააფეთქეს რასაც არხის ადიდება და ქალაქის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მყოფი რუსების ქალაქის მიმართულებით გადაადგილების შეფერხება უნდა მოჰყვეს.
ეს ტაქტიკა საკმაოდ კარგად იქნა გამოყენებული კიევის დაცვისას, როდესაც დასახლება დემიდივთან წყალსაცავის ნაწილი პირდაპირ საბრძოლო მოქმედების ზონაში მიუშვეს რასაც მოსჩუნთან და ირპინთან მდგომი რუსების დანაყოფების დატბორვა მოჰყვა, ხოლო მომარაგების ხაზები შეფერხდა.
ბახმუტთან წყალსაცავის აფეთქება რუსებს სრულად ვერ შეაჩერებთ, მაგრამ უკრაინელებს დროს კი ნამდვილად მოაგებინებთ.
ამ ფონზე რუსებმა სამხრეთიდანაც სცადეს ბახმუტის მიმართულებით შეტევა, მაგრამ აქ უკრაინული თავდაცვა უფრო ეფექტურად უმკლავდება რუსულ დაწოლას. მიუხედავად ამისა, სამხრეთით, ქალაქის პერიფერიებში შეაღწია საბრძოლო მოქმედებამ. ამასთან, თუკი აქამდე რუსები ქალაქის დასავლეთით, კოსტიანტინივკასაკენ მიმავალი მომარაგების არტერიის გადაკეტვას ცდილობდნენ, ახლა უშალოდ ამ გზაზე მდებარე დასახლება ივანივსკეს უტევენ.
- დონეცკის სამხრეთით, ვუჰლედარის მიმართულებით რუსული შეტევა ერთი თვეა ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან ცუდად ორგანიზებული შეტევის ფონზე დანაკარგები გამორჩეულად მაღალია რუსულ რიგებში. ვუჰლედარის აღება არამხოლოდ სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს რუსებისათვის, არამედ პოლიტიკურსაც - შოიგუს თავდაცვის სამინისტროს გამარჯვება სჭირდება - ვუჰლედარმა კი ნაცვლად იმისა, რომ "ვაგნერის" დანაყოფების წინსვლა გადაეფარა, რუსული რეგულარული ნაწილების და განსაკუთრებით კი ოფიცრების არაპროფესიონალიზმი გამოავლინა.
- პოზიციური ბრძოლა მიმდინარეობს დონეცკის რაიონში მარიინკასა და ავდიივკას მიმართულებით, სადაც რუსები ერთი წლის განმავლობაში (2014 წლიდან უფრო სწორი იქნებოდა რომ გვეთქვა) ცდილობენ წინსვლას. შეტაკებები გრძელდება კრემინას სიახლოვეს. ტერიტორიული ცვლილებები დღეის მდგომარეობით არ არის.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way