USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
Тбилиси
გიორგი კობერიძე - 23 მაისის ვითარების შეჯამება უკრაინაში
дата:  551
2023 წლის 23 მაისის შეჯამება რუსეთ-უკრაინაში:
- პრო-უკრაინულმა დანაყოფებმა დღის განმავლობაში ბელგოროდის ოლქს სხვა, ახალი მიმართულებიდანაც შეუტიეს - შეტაკებები იყო შეტინოვკასა და მის მომიჯნავე სოფლებში. მესამე იერიში განხორციელდა გორკოვსკის მიმართულებით. საღამოს საათებში სიტუაცია უფრო ბუნდოვანია. არის ვერსია, რომ პრო-უკრაინული დანაყოფების დიდი ნაწილი აღარაა წარმოდგენილი არამხოლოდ დღეს დამატებით დაკავებულ რუსულ ორ ტერიტორიაზე, არამედ გუშინ აღებულ გრაივორონის რაიონშიც კი. თუმცა სხვა ვერსიაც არსებობს, რომლის თანახმადაც შეტაკებები ახლაც მიმდინარეობს სასაზღვრო პუნქტებზე და მათ შორის გუშინ და დღეს დაკავებულ მიწებზე.
როგორც მოსალოდნელი იყო ეს გახლდათ (ან კვლავ არის) რეიდი, რომელმაც თავისი მნიშვნელოვანი მისია შეასრულა: გამოჩნდა რუსული არმიის სისუსტეები; შეირყა რუსეთის უძლეველობისა და დაცულობის მითი; აფეთქებულ იქნა იარაღის რამდენიმე საწყობი და გამოიცადა პრო-უკრაინული ძალების ბრძოლისუნარიანობა. ამ ფონზე, რუსეთი იძულებული გახდა ფრონტის სხვადასხვა წერტილიდან მოეხსნა თავდაცვის ძალები და გადმოესროლა უშუალოდ რუსეთის დასაცავად.
აღსანიშნავია, რომ ალაფის სახით პრო-უკრაინულმა ძალებმა ხელთ იგდეს რუსული რამდენიმე ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ტანკი. ააფეთქეს იარაღის საწყობი. დაიკავეს კომისარიატი და ფსბ-ს შენობა და წამოიღეს მნიშვნელოვანი სამხედრო სიები. ტყვედ იგდეს რამდენიმე რუსი სამხედრო და გაანეიტრალეს სხვები. ამასთან, საბრძოლო მოქმედებებისას მათ დაკარგეს რამდენიმე ქვეითთა სატრანსპორტო მანქანა. დაჭრილებსა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სავარაუდოა, რომ თუკი რუსეთი ომიდან არ გამოეთიშება ასეთი რეიდები კიდევ მრავალი იქნება (ან გაგრძელდება).
(როგორც დაზუსტდება ინფორმაცია კომენტარებში ან ცალკე დავწერ ამის შესახებ)
- ქარხნები დაიბომბა და იწვის რუსეთის ბრიანსკის ოლქში. დაუდგენელი მიზეზით ხანძარია ვორონეჟის ინდუსტრიულ რაიონში.
- ორი დღის წინ შავი ზღვის თავზე რუსების Su-35 მრავალფუნქციური გამანადგურებელი იქნა ჩამოგდებული.
- ბახმუტისათვის ბრძოლა გრძელდება. უკრაინელებმა დარჩენილი ძალიან მცირე ტერიტორიიდან ევაკუაცია არ განახორციელეს. რუსებმა რამდენიმე მცირე იერიშით სცადეს ქალაქის ამ ნაწილის აღებაც, მაგრამ წარუმატებლად. სხვა თუ არაფერი სიმბოლურია, რომ უკრაინა ჯერ კიდევ აკონტროლებს ბახმუტში ქალაქის ნაწილს.
- ბახმუტის სამხრეთით, კლიშჩიივკასაკენ მიმავალი რუსული სამხედრო მომარაგების კოლონა იქნა დაბომბილი და განადგურებული.
- გუშინ დაიბომბა მარიუპოლი. სავარაუდოდ, დარტყმა განხორციელდა სამეთაურო პუნქტზე.
- ამ ამბების ფონზე ლუკაშენკამ "რაინეარის" რეისიდან მოტაცებული ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რომან პროტასევიჩი შეიწყალა. მისი დაკავება უზარმაზარი სკანდალი გახლდათ 2021 წელს. პროტასევიჩი ჰაერში იყო მისი თვითმფრინავი იძულებით რომ დასვეს და თვითმფრინავიდან დააკავეს, რის შემდეგაც 8 წელი მიუსაჯეს ციხე. ამის შემდეგ ბელარუსსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ძალიან დამძიმდა. პროტასევიჩის გათავისუფლება შეიძლება სიგნალი იყოს ლუკაშენკას მხრიდან ევროპასთან ურთიერთობის აღდგენისათვის.
мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати