USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
Tbilisi
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 6 ივნისის შეჯამება უკრაინაში
Date:  429
2023 წლის 6 ივნისის შეჯამება უკრაინაში:
- კახოვკას დამბის აფეთქების შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებული სანაპირო სოფლების უმრავლესობა სრულად დაიტბორა. მდინარემ სახლების ნგრევაც დაიყო. უკრაინელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ორგანიზებულად განხორციელდა/ხორციელდება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.
- დატბორვის შემდეგ სანაპიროზე განთავსებული ნაღმების უმრავლესობა მდინარემ მოაშორა განთავსების ადგილს. მათი ნაწილი აფეთქდა, ნაწილი კი თანდათან ფეთქდება. მარტივად რომ ვთქვათ, მდინარის ნაკადმა განაღმა რუსეთის მიერ დანაღმული სანაპირო ზოლი.
- უკრაინის ჰიდენერგო აცხადებს, რომ დატბორვის ზონაში წყალი 7 ივნისს დილას მიაღწევს მაქსიმუმს და ზოგიერთ დასახლებას სრულად დაფარავს, ხოლო ორი დღის განმავლობაში კახოვკას დამბის ყველა ნარჩენი სრულად განადგურდება.
- ნოვა-კახოვკაში არამხოლოდ შენობების დიდი ნაწილი არამედ რუსული პოზიციებიც უმრავლესობაც წყალმა დაფარა. არადა ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოში რუსი სამხედრო ამბობს ხალხი ქუჩაში დადისო. არადა ფანჯარასთან დგას და ქუჩა საერთოდ აღარაა მის წინ. რომ არ ვიცოდეთ ვისთან გვაქვს საქმე იფიქრებდით კომედიური ჟანრიაო (ვიდეო კომენტარებში).
- ზაპორიჟიას ოლქში ბოლო 72 საათში წარმოებული უკრაინული საბრძოლო დაზვერვა როგორც ჩანს არ იყო წარმატებული - უკრაინელებმა, რომლებიც ნოვადონეცკეში იყვნენ შესულები, დასახლებული პუნქტის სრულად აღება და შენარჩუნება ვერ შეძლეს. ველიკა ნოვოსილკას მომიჯნავედ, ნესკუჩნეს მონაკვეთზე კი გრძელდება შეტაკებები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინელთა შეტევის წარუმატებლობასა და უკრაინელთა დანაკარგებზე საუბრისას ასტრონომიული ციფრები დაასახელა, რაც იმდენად არარეალისტური იყო თავად რუსების მხრიდან იქნა გაქილიკებული.
- უკრაინული კონტრშეტევა ბახმუტის ირგვლივ წარმატებით ვითარდება. ბერხივკასა და იაჰიდნეში (ბახმუტის ჩრდილოეთით მდებარე ოკუპირებული დასახლებები) შეტაკებები გრძელდება. დღეს პრიგოჟინმა იქ არსებულ კრიტიკულ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შოიგუ და გერასიმოვი ამ მიმართულების გადასარჩენად არაფერს აკეთებენ. ზოგადად, საინფორმაციო დუმილია უკრაინელთა მხრიდან და ყველა ინფორმაცია რუსულ წყაროებს ეყრდნობა.
- რუსები პრო-უკრაინული ძალების მიერ დაკავებულ ნოვაია ტავოლჟანკას ბომბავენ, ბელგოროდის ოლქში, რუსეთის ტერიტორიაზე. თავად თვითმხილველები ბელგოროდიდან ჰყვებიან თუ რა ოდენობის დაჭრილები და დახოცილები ჩამოჰყავთ ამ მიმართულებიდან რუსებს. ნათლად ჩანს კრემლისათვის მნიშვნელობა არ აქვს ესა თუ ის პუნქტი რომელ ქვეყანაში მდებარეობს - ის მზადაა ქალაქები დაბომბოს და გაანადგუროს თუნდაც რუსეთის ტერიტორიაზე. და ეს ყველაფერი ხდება ისე, რომ რუსეთს არც შებეკინოდან და არც ნოვაია ტავოლჟანკადან მოსახლეობის ორგანიზებული ევაკუაცია არ განუხორციელებია.
- უკრაინული სარაკეტო და საარტილერიო შეტევა ტოკმაკზე, მელიტოპოლზე, ბერდიანსკსა და მარიუპოლზე დღეს მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. სავარაუდოა, რომ მომდევნო დღეებში ასეთი ინტენსიური სარაკეტო დარტყმები რუსულ პოზიციებზე კიდევ უფრო გაიზრდება.
- ყირიმიდან მოსახლეობის გადინება პრაქტიკულად სრულმასშტაბიან ხასიათს იძენს. მოსალოდნელი კონტრშეტევა და დამბის აფეთქებისაგან გამოწვეული წყლის პოტენციური დეფიციტი საკმაოდ ცუდი პერსპექტივაა ყირიმისათვის (კახოვკას ჰესთან არსებული წყლის არხით მარაგდებოდა ყირიმი). განსაკუთრებით დღევანდელი რუსული ტერორისტული აქტის შემდეგ, არც რუსულ ფორუმებზე ჰქონდათ მაინცდამაინც კარგი განწყობა და საკმაოდ მძიმე მოლოდინში არიან.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way