USD 2.7198
EUR 2.9442
RUB 2.8191
Tbilisi
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 5 ივლისის შეჯამება უკრაინაში
Date:  
- უკრაინული არმია კლიშჩიივკას შტურმზეა გადასული, ბახმუტის სამხრეთით. თავად რუსები წერდნენ, რომ დასახლების შენარჩუნება ძალიან უჭირთ და ევაკუაცია სრულიად მოსალოდნელია. მხოლოდ დღეს ათობით სამხედრო დაეღუპათ რუსებს და კიდევ ათობით ტყვედ არიან ჩავარდნილები. თუკი ბოლომდე გადაწყვეტენ ისინი დარჩენას ძალიან დიდი მსხვერპლი შეიძლება ჰქონდეთ მათ. უკრაინელების ხელშია ინიციატივა და პრაქტიკულად საყრდენი პუნქტიდან საყრდენ პუნქტამდე მიმდინარეობს შეტევა. რუსებს ბახმუტის ირგვლივ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა ჰყავთ მობილიზებული და ამით ცდილობენ პოზიციების შენარჩუნებას, ზოგან კი ინიციატივის დაბრუნებასაც კი, მაგრამ კლიშჩიივკას მიმართულება მოცემულ რეალობაში უკრაინული აქტიურობის წყაროა.
- დონეცკის ოლქში, ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ, იასინუვატაში რკინიგზის სადგური და ხაზი დაიბომბა უკრაინელთა მიერ. იმ ფონზე, რომ რუსული მომარაგება მთლიანად რკინიგზაზეა აგებული დარტყმა ამ მიმართულებით ყოველთვის დიდი გამოწვევაა რუსებისათვის.
- კვლავ ცეცხლის ალშია გახვეული მაკიივკა დონეცკის მომიჯნავედ. გუშინდელი დარტყმისა და იარაღის საწყობის აფეთქების შემდეგ ცეცხლის ახალი კერებია გაჩენილი. სავარაუდოდ კიდევ ერთი, ახალი დარტყმა განახორციელეს უკრაინელებმა.
- დაიბომბა ვოლნოვახას ადმინისტრაციული შენობა, ოკუპირებულ დონეცკის ოლქში, მარიუპოლის გზაზე. ვოლნოვახა აგრეთვე ერთ-ერთი საკვანძო ქალაქია მომარაგების თვალსაზრისით. მასზე სარკინიგზო კვანძი გადის. დაუდასტურებელი ვერსიით დარტყმები HIMARS-ის მეშვეობით განხორციელდა.
- აფეთქებების ხმა ისმოდა ბერდიანსკშიც, ოკუპირებულ ზაპორიჟიას ოლქშიც. დაიბომბა ტოკმაკის შემოგარენიც. ორივე შემთხვევაში რა იყო სამიზნე და რის მეშვეობით განხორციელდა დარტყმები უცნობია.
- ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ცვლილებები არ არის, თუმცა დასავლური პრესის ყურადღება დღეს ძალიან გააქტიურებულია რუსეთის მხრიდან შესაძლო აფეთქებასთან დაკავშირებით.
- დღეს გავრცელდა ინტერვიუ უკრაინულ სახმელეთო ძალების სარდალთან ალექსანდრ სირსკისთან, რომელმაც აღნიშნა, რომ ბახმუტის დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხია და რომ უკრაინის მხრიდან ამ მიმართულებით შეტევით ბრძოლაშიც კი რუსეთს ათჯერ დიდი აქვს დანაკარგი.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
region
ოკუპირებულ სოხუმში ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სომხეთიდან და საბერძნეთიდანაც დაესწრებიან

დროებით ოკუპირებულ სოხუმში "მოსკოვის სახლის" მხარდაჭერით, კონფერენცია "ტრადიციული ოჯახის ღირებულებები - ხალხთა ერთიანობის საფუძველი", "ოჯახი და მშვიდობა" გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც "აფხაზეთის დამოუკიდებლობას" არ აღიარებენ.

მედიის ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, განათლების, მეცნიერების, ბიზნესის, სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აფხაზეთიდან, რუსეთიდან, სირიიდან, ბელარუსიდან, უზბეკეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან და სომხეთიდან.

ღონისძიების ანონსში წერია:

მოდით, განვიხილოთ:
- ოჯახის მხარდაჭერა და დაცვა;
- ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შენარჩუნება;
- მრავალშვილიანი ოჯახების როლისა და მშობლის ავტორიტეტის გაზრდა;
- ოჯახის კეთილდღეობის შენარჩუნება, შობადობის გაზრდა და განქორწინებების შემცირება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way