USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
Tbilisi
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 17 ივნისის შეჯამება უკრაინაში
Date:  668
- სამხრეთის მიმართულებით დონეცკისა და ზაპორიჟიას ოლქში საარტილერიო ბრძოლა მთელს პერიმეტრზე სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარებს. პრაქტიკულად, 150 კილომეტრიანი მონაკვეთი საბრძოლო დუელების წერტილს წარმოადგენს. როგორც ჩანს სამხრეთში უკრაინული კონტრშეტევისა თუ რუსული თავდაცვის მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თუ რომელი მხარე დაჯაბნის მოწინააღმდეგეს. უკრაინელებს უპირატესობა სიზუსტესა და მოდერნულ ტექნოლოგიაში აქვთ, ისევე როგორც საჰაერო დაზვერვის მონაცემებში (რომელთაც დასავლეთი აწვდის). რუსების უპირატესობა ძველი, კლებისაკენ მიდრეკილი, მაგრამ რაოდენობრივად მცირე უპირატესობის მქონე საარტილერიო ჭურვების რეზერვებშია. ეს უპირატესობა სრულიად უმნიშვნელო ცხადია არ არის, თუმცა ხაზგასასმელია, რომ ეს აღარაა იმ ძველი შეფარდების მსგავსი წინა წელს ამ დროს რომ იყო 1/10-თან რუსების სასარგებლოდ. სიტუაცია შეცვლილია. ამასთან, თუკი უკრაინელებს რუსული პოზიციების გასანადგურებლად ერთი ან ორი გასროლა სჭირდებათ, რუსებს მოწინააღმდეგის სამიზნის გასანადგურებლად ზოგჯერ 10 გასროლაც კი სჭირდებათ.
 
- სამხრეთით, ზაპორიჟიას ოლქში, ვასილივკას რაიონში, უკრაინელები ლობკოვეს სამხრეთით ორ დასახლებას უტევენ - პიატიხატკისა და ჟერებიანკს. აღსანიშნავია, რომ პიატიხატკის შტურმს თავად რუსული წყაროებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ დილით უკრაინელებმა დასახლების დიდი ნაწილი დაიკავეს, თუმცა შემოგარენში კვლავ რუსები რჩებიან და ქალაქის ხელახალი დაკავებისათვის ემზადებიანო. მას შემდეგ ინფორმაცია საკმაოდ ბუნდოვანია, მით უფრო რომ მასზე ძირითადად რუსები საუბრობენ.
 
რეალურად, პიატიხატკი და ჟერებიანკის მნიშვნელობა მაღალია, რადგან ვასილივკასაკენ მიმავალი გზა სწორედ მათზე გადის. ამასთან, ამ მონაკვეთზე რუსული ფორტიფიცირებული პოზიციების გარღვევის შემთხვევაში ვასილივკას თავდაცვის ზღუდეებამდე სასანგრე პოზიციები ბევრი არ არის. ზოგადად, ვასილივკას გამაგრება რუსებმა იანვარი-მაისის პერიოდი დაუთმეს და ქალაქის ირგვლივ რამდენიმე შრიანი თავდაცვის პოზიციებია მოწყობილი. ვასილივკას ახლოსვე გადის რუსული თავდაცვის ძირითადი ხაზი. ხოლო ვასილივკადან ენერჰოდარის ატომურ ელექტროსადგურამდე გზით დაახლოებით 65 კილომეტრია. ვასილივკადან მელიტოპოლამდე კი 60 კმ.
 
- ინტენსიურად გრძელდება შეტაკებები ზაპორიჟიას ოლქის პოლოჰის რაიონში, ორეხივი-ტოკმაკის გზის მონაკვეთზე, რობოტინესთან. რუსული ინფორმაციით საბრძოლო მოქმედებებს კოშმარული ხასიათი აქვს და მსხვერპლის ციფრებსაც გასაოცარს დებს, რაც, ცხადია ნაკლებადაა დასაჯერებელი. საერთოდაც ისიც საკითხავია მართლაც რამდენად ინტენსიურია შეტაკებები ამ მიმართულებით და მართლაც დიდი რაოდენობით უტევენ უკრაინელები თუ არა.
 
- მდინარე დნეპრმა კახოვკას კაშხლის სიახლოვეს (ჩრდილეოთით) კატასტროფულად დაიწყო კლება. გამოჩნდა არამხოლოდ კუნძულები, არამედ მიწა. კაშხალში წყლის ინტენსივობის კლებასთან ერთად ენერჰოდარის მიმართულებით მდინარის ფორსირების შანსები რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირაში შეიძლება შესაძლებელიც კი გახდეს. ცხადია ახლა მიწაზე ლამია და იქ გადაადგილება არც ქვეით ძალებს არ შეუძლიათ და მით უფრო არც ტექნიკას, მაგრამ რამდენიმე დღეში ამინდების ხელშეწყობის შემთხვევაში დნეპრი ბევრ შესაძლებლობას შექმნის.
 
- რუსები კვლავ მარიინკას უტევენ დონეცკის ოლქში. ქალაქი, რომელიც ჯერ კიდევ 2014-15 წელს დიდად დაზიანდა, რუსული არმიის მხრიდან წლობით დაწოლის მიუხედავად კვლავაც ვერ იქნა სრულად ოკუპირებული. ამ ომში რუსული არმიის გამოფიტვისათვის მარიუპოლთან, ბახმუტთან, ვუჰლედართან, ავდიივკას, კიევთან და ხარკივთან ერთად მარიინკას გამორჩეულ ადგილზე ყოფნა ეკუთვნის. 2022 წლიდან ძალიან დიდი რესურსის მობილიზება შეძლო მოსკოვმა მარიინკას ასაღებად, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო ეს. მიუხედავად უწყვეტი დაწოლისა და ბოლო რამდენიმე დღეში კიდევ უფრო გააქტიურებისა რუსული ტექნიკა მარიინკას ცენტრის სიახლოვეში იწვის.
World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way