USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Tbilisi
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 11 ივნისის შეჯამება უკრაინაში
Date:  548
- უკრაინულმა დანაყოფებმა ველიკა ნოვოსილკას მონაკვეთზე - ზაპორიჟია-დონეცკის ოლქის საზღვარზე, სამხრეთში - მთელი რიგი დასახლებები გაათავისუფლეს: მათ შორისაა ნესკუჩნე, სტოროჟევე (აქ ჯერ გაწმენდითი ოპერაცია და ტყვეების აყვანა გრძელდება) და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ბლაჰოდატნე, რომელიც მარიუპოლისაკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მდებარეობს. შეტაკებები გრძელდება მაკარივკაში, ხოლო ბლაჰოდატნედან უკრაინელები სამხრეთით განაგრძობენ სვლას.
 
ოდნავ უფრო დასავლეთით, იერიში მიმდინარეობს ნოვოდარივკასა და ლევადნეს მიმართულებით. ველიკა ნოვოსილკადან აღმოსავლეთით კი - ნოვოდონეცკეში - უკრაინული იერიში ძალიან აქტიურია.
 
აღნიშნული წარმატებული შეტევით უკრაინელები რუსების თავდაცვის ძირითად ზღუდეს უახლოვდებიან, რომელიც სტარომლინივკას სამხრეთით მდებარეობს. მისი გარღვევის შემთხვევაში მარიუპოლისაკენ გზა იხსნება.
 
ამ ფონზე ზაპორიჟია-დონეცკის მონაკვეთზე უკრაინული არტილერია პრაქტიკულად შეუჩერებლად მუშაობს.
 
მომდევნო დღეებში ზაპორიჟიაში ამინდი ფუჭდება მკვეთრად. როგორ აისახება ეს კონტრშეტევაზე რთული სათქმელია, მაგრამ ზოგადად ტექნიკის გადაადგილება ასეთ დროს საშიშია.
 
- დაუდგენელია ვითარება ზაპორიჟიას ოლქის მდინარე დნეპრის სიახლოვეს. ერთი ვერსიით დაკავებული დასახლება ლობკოვეს სამხრეთით უკრაინული კონტრშეტევა აქტიურად ვითარდება და მომიჯნავე დასახლებებსა და რუსულ თავდაცვის პოზიციებზე მიმდინარეობს შეტაკებები. მაგრამ სხვა ვერსიით უკრაინელები სწრაფად და მცირე წინააღმდეგობას აწყდებიან და არა ვასილივკასა და მდინარე დნეპრის მიმართულებით, არამედ მელიტოპოლისაკენ მიიწევენ. რთული სათქმელია რა არის სიმართლე, მაგრამ მაღალი ალბათობით უკრაინელებს ლობკოვეს მიმართულებიდან წარმატებული შეტევის შემთხვევაში ჯერ მაინც ვასილივკას აღება ან ბლოკირება მოუწევთ.
 
- ზაპორიჟიას ოლქში, ენერჰოდარის სიახლოვეს უკრაინულმა არტილერიამ რუსული სამხედრო კოლონა წარმატებით დაბომბა. სავარაუდოდ ისინი სწორედ ვასილივკას მიმართულებით მიემართებოდნენ.
 
- შეტაკებებია ჰულიაიპოლე-პოლოჰის საგზაო მონაკვეთზე. დაუდგენელია მასშტაბი, მაგრამ უკრაინული დანაყოფები ამ მიმართულებითაც აქტიურობენ. ზოგადად, ეს წერტილი ყველაზე ბუნდოვანია ბოლო 72 საათის განმავლობაში.
 
- უკრაინელმა პარტიზანებმა მელიტოპოლთან, ზაპორიჟიას ოლქის საკვანძო მონაკვეთზე, იაკიმივკაში სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს. რუსული სამხედრო ლოჯისტიკისათვის ეს არცთუ უმნიშვნელო დარტყმაა.
 
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ითხოვს ყველა სამხედრო დაჯგუფება თავდაცვის ძალების დაქვემდებარებაში მოექცეს. ეს ცხადია გულისხმობს "ვაგნერის" მის რიგებში ჩაწერასაც. მისმა უფროსმა, ევგენი პრიგოჟინმა გინებანარევი უარი შეუთვალა შოიგუს. ეს კი მათ შორის დაპირისპირების ახალ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს.
 
- გრძელდება საჰაერო-სარაკეტო იერიშები რუსულ პოზიციებზე ბერდიანსკსა და მარიუპოლში - აზოვის ზღვის სანაპირო ზოლზე. HIMARS-ი კი აქტიურად ურტყამს რუსულ მომარაგების ხაზებს, სამეთაურო პუნქტებსა და იარაღის საწყობებს.
 
- შეტაკებებია კრემინას ტყეში, ლუგანსკის ოლქში. უკრაინული არტილერია უჩვეულოდ აქტიურია. სხვა არაფერია ცნობილი ამ მონაკვეთიდან.
- კირილო ბუდანოვმა - უკრაინის უშიშროების ხელმძღვანელმა - საკმაოდ უცნაური ვიდეო გაავრცელა. ის ვიდეოში უბრალოდ იყურება და სულ ბოლოს ოდნავ იღიმის. მისი ორგანიზებულია პარტიზანული მოძრაობები, რუსეთზე თავდასხმები, გამბედავი ოპერაციები მტრის ზურგში, აფეთქებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე (მათ შორის ყირიმში), ძლიერი დივერსიული და წინააღმდეგობის ჯგუფების მოქმედებები და ასე შემდეგ.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way