- "ვაგნერი" ვორონეჟის სტრატეგიულ ობიექტებს იკავებს. დანაყოფები გამოჩნდნენ სოფელ ბუტურლინოვკასთან, სამხედრო აეროდრომის სიახლოვეს. როგორც ჩანს "ვაგნერი" როსტოვისა და ვორონეჟის ოლქების აეროპორტების სწრაფ დაკავებაზეა ორიენტირებული;
- ზოგიერთი მცირე დანაყოფი "ვაგნერს" ერთგულებას უცხადებს. არის თავდაცვის ძალების მხრიდან იარაღის დაყრის შემთხვევაც.
- ქალაქ ვორონეჟში რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი იწვის. მათ შორისაა ბენზინგასამართი სადგურები და ნავთობტერმინალის სიახლოვეს ხანძარია.
- "ვაგნერის" კოლონებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა პანცირი იცავს. მათ დღის განმავლობაში უკვე ოთხი შვეულმფრენი და სავარაუდოდ ერთი სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი Ан-26 ჩამოაგდეს. თუკი დადასტურდა ამ უკანასკნელის ჩამოგდება ეს შეიძლება ნიშნავდეს როსგვარდიის ან თავდაცვის ძალების სწრაფი მობილიზების რაზმის განადგურებას.
- კადიროვმა პუტინს ერთგულება გამოუცხადა. რამდენად და რა ფორმით ჩაერევა "ვაგნერთან" ბრძოლაში ჯერ უცნობია, მაგრამ არაა დასავიწყებელი, რომ "ვაგნერელ" რადიკალებს ჩრდილოკავკასიელებისადმი სიძულვილი ამოძრავებთ და რუს ნეო-ნაცისტებში სწორედ იმ იდეას ავრცელებენ, რომ პუტინმა არარუს ძალებს მისცა მთელი ძალაუფლებაო. ამ ქმედებით ცდილობს პრიგოჟინი თავის მხარეს გადმოიბიროს შოვინისტური და ნაცისტური სენტიმენტების მქონე ძალები.
- რუსული ავიაციის მხრიდან კოლონების დაბომბვა საკმაოდ არაეფექტურია, რადგან ვაგნერის კოლონებს, გარდა თავიანთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემისა, გზიდან გადასვლის საშუალებაც აქვთ - რუსეთის მდელოები დანაღმული არ არის.
- როსგვარდია და რუსი მედესანტეები მოსკოვისაკენ მიმავალ გზაზე არიან განთავსებული. თავდაცვის ძალების კოლონა თითქოს როსტოვისაკენაც ცდილობდა გადაადგილებას, თუმცა რა და როგორ ვითარდება ამ მიმართულებით საკმაოდ ბუნდოვანია.
- "ვაგნერის" სამხედროებმა როსტოვის ყოფილი "მაკდონალდის" შენობა დაიკავეს და საჭმელს უკვეთავენ (ყოველგვარი ხუმრობის გარეშე). აშკარად ბრძანება აქვთ მიღებული სახე შეინარჩუნონ და ძარცვა არ დაიწყონ.