USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
გიორგი კობახიძე - გახარიასთან ბოლოს მქონდა 1 საათიანი კომუნიკაცია, გადადგომამდე 15 წუთით ადრე შევწყვიტეთ სატელეფონო საუბარი
თარიღი:  573

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის თოქშოუში „რეაქცია“ გიორგი გახარიას გადადგომამდე მასთან ბოლო სატელეფონო საუბრის დეტალებზე ისაუბრა.

„გახარიასთან ბოლოს მქონდა კომუნიკაცია გადადგომამდე, ალბათ 15 წუთით ადრე შევწყვიტეთ სატელეფონო საუბარი, ის იყო კანცელარიაში, მე პარტიის ოფისში. დაახლოებით ერთსაათიანი საუბარი იყო ისევ და ისევ იმ ცნობილ თემაზე - რას აძლევდა 2-3 დღე, რაზეც ვერც მაშინ მოვისმინე პასუხი, ვერც წინა დღეს, ვერც მე და ვერც გუნდის სხვა წევრებმა ვერავითარი პასუხი ვერ მოვისმინეთ, ვერც თქვენ მოისმინეთ პასუხი ერთი კვირის წინ. რატომ? იმიტომ რომ მას ამ კითხვაზე პასუხი არა აქვს, ანუ, ლოგიკური პასუხი ამაზე არ არსებობს, იმიტომ, რომ როცა მარტივად იცი რომ 2-3 დღეში ესკალაციის ხარისხი იქნება უფრო მაღალი და არა უფრო დაბალი და როცა ამტკიცებ საპირისპიროს, აქ ყველაფერი ნათელია. ერთი რამე განვმარტოთ, იქ პირდაპირი კომუნიკაცია იყო. ამ დეტალებში ჩვენ არც შევდივართ და ვერც შევდივართ, იმიტომ რომ ეს ჭორაობა გამოვიდოდა. ჩვენ ვიცით, რომ იქ 2-3 დღეზე იყო საუბარი, კონკრეტული სცენარი არსებობდა. დეტალებს აღარ მოვყვები და აქეთ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ითხოვენ 2-3 დღეს. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკური თანხვედრა, რამაც ეჭვები გაამძაფრა და ეს ეჭვები კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა გიორგი გახარიას პოლიტიკაში შემობრუნებამ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის