USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
გიორგი კალანდაძე - 8 ივნისის შეჯამება უკრაინაში
თარიღი:  820
2023 წლის 8 ივნისის შეჯამება უკრაინაში:
- უკრაინული შეტევა დაიწყო ორიხივის სამხრეთით, ზაპორიჟიას ოლქში. საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო Leopard 2 ტიპის ტანკები. მუშაობს უკრაინული არტილერია. გარღვევაზე გასული ნაწილები რუსული არტილერიის ცეცხლში მოყვნენ. მათ შორის "ლეოპარდების" კოლონა. დანაკარგების მიუხედავად უკრაინულმა სამხედრო ძალებმა 4 კილომეტრის სიღრმეში ბრძოლით მოახერხეს შესვლა და სამხედრო თვალსაზრისით კარგად გამაგრებულ რობოტინეს შტურმი დაიწყეს. დანაკარგებია რუსულ სამხედრო ტექნიკაშიც. არიან ტყვეებიც. სულ ცოტა ორი ქვეითთა მანქანა ალაფის სახით იქნა მოპოვებული.
მძიმე შეტაკებები ახლაც მიმდინარეობს. რუსებმა თავდაცვაში სამხედრო სარეზერვო ნაწილები ჩართეს და ცდილობენ იერიშის ჩახშობასა და გარღვეული ფრონტის ხაზის დასტაბილურებას. გარემო დანაღმულია და მანევრირება საკმაოდ ჭირს. უკრაინელებს ამ მხრივ ბევრად დიდი სირთულეები აქვთ გადასალახი.
ამ მონაკვეთიდან დასავლეთით, ლობკოვეს მიმართულებით წამოწყებული იერიში წარმატებით ვითარდება. უკრაინელებმა დასახლების გათავისუფლება წარმატებით შეძლეს და ცდილობენ კიდევ უფრო ღრმად, ვასილივკას მიმართულებით განავითარონ იერიში.
მესამე მიმართულება უკრაინელებმა პოლოჰის მაგისტრალური გზისაკენ დაიწყეს. სიტუაცია უცნობია.
სახმელეთო იერიშს თან ახლავს სარაკეტო და საარტილერიო იერიშები ტოკმაკზე, პოლოჰიზე, ვასილივკასა და კამიანკაზე. განსაკუთრებით ინტენსიურად ტოკმაკი იბომბება, რომელიც ბოლო 24 საათია განუწყვეტელი დარტყმების ქვეშაა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეით ნაწილებთან ერთად კონტრშეტევაში მძიმე ტექნიკაცაა ჩართული და არტილერიაც გამალებით ურტყამს რუსულ პოზიციებს, მაინც, სრულიად შესაძლებელია საქმე გვქონდეს დამხმარე იერიშთან და არა ცენტრალურ შემტევ დაჯგუფებასთან. როგორც არ უნდა იყოს, საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობიდან გამომდინარე აშკარაა ძალიან რთული მონაკვეთის გავლას ცდილობენ უკრაინელები და პირველი დღეები განსაკუთრებით რთული იქნება.
ამ ფონზე რუსები ზემოაღნიშნული ფრონტისპირა ყველა დიდი დასახლებული პუნქტებიდან კოლაბორაციონისტების ევაკუაციას ახალი ტემპით იწყებენ. აშკარაა რომ ამ ქალაქების ოკუპაციის შენარჩუნებაში ხანგრძლივი დროით თავადაც ეპარებათ ეჭვი.
ზოგადად რომ შევაჯამოთ - სამხრეთში სამი მიმართულებით მიმდინარეობს იერიშები: ორეხივის, ველიკა ნოვოსილკასა და ვუჰლედარის სიახლოვეს. ბოლო 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა წერტილი აქტიურდება თუ კლებულობს. ინფორმაცია კი მინიმალურია და ძირითადად, რუსული წყაროებითაა მომარაგებული.
- Storm Shadow ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა ლუგანსკი. მინიმუმ 4 უკრაინული ფრთოსანი რაკეტა დაეცა ლუგანსკის ინდუსტრიულ რაიონში მდებარე ქარხნებს, მათ შორის ვაგონთშენებელ ცენტრს, რომელშიც ტანკებისა და არტილერიის გარემონტება მიმდინარეობდა.
- დაიბომბა ქალაქი დონეცკის სამხედრო და ინდუსტრიული წერტილები. ამ შემთხვევაში აქტიური უკრაინული არტილერიაა, რომელიც ქალაქში სამიზნეებს ძალიან ადვილად სწვდება.
- უკრაინელები ბახმუტზე იერიშს აგრძელებენ. შეტევა მიმდინარეობს უშუალოდ ქალაქში მდგომ ნაწილებზე. მუშაობს უკრაინული არტილერია და დრონები. ფლანგებზე რა ვითარებაა არაა ცნობილი.
- რუსები ხერსონის იმ დატბორილ სოფლებსა და მოსახლეობას ბომბავენ, რომლიდანაც ევაკუაცია მიმდინარეობს. ტივებით გადაადგილებისას ირგვლივ რუსული ჭურვები ცვივა დატბორილ სახლებსა და ქუჩებზე.
- მიუხედავად აქტიური სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვისა პრეზიდენტი ზელენსკი ხერსონის დატბორილ სოფლებში ჩავიდა და ხალხს შეხვდა.
- რუსულმა სამხედრო ნაწილებმა კინბურნის ნახევარკუნძულის ევაკუაცია დაიწყეს. ტერიტორია დნეპრისა და შავი ზღვის აუზის შესართავთან მდებარეობს. ევაკუაცია უფრო გადაჯგუფების პროცესია, რადგან როგორც ჩანს დატბორვის მათაც ეშინიათ.
- ყირიმში წყალი შეწყდა. მოსახლეობა უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამს. ყირიმის არხი კახოვკას კაშხალზე იყო მიმაგრებული. კაშხლის აფეთქებითა და წყლის დონის სწრაფი კლებით არხში წყლის მიწოდება შემცირდა.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის