USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
გიორგი გახარია აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
Date:  345

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც   ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ჩატარდება   ვიდეოკონფერენციის სახით.

 ღონისძიებაზე უმაღლეს დონეზე შეჯამდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული შედეგები და განხილული იქნება ევროკავშირსა   და აღმოსავლეთ ევროპულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული დინამიკა, პრიორიტეტები და მისი გაღრმავების   პერსპექტივები.

 ლიდერები ასევე შეეხებიან Covid-19-ის პანდემიას და მასთან ბრძოლის მეთოდებსა და ზომებს. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ისაუბრებს   საქართველოს პროგრესზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის თანრომლობის ფარგლებში უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ   რეფორმებზე.

 „შეხვედრაში მონაწილეობენ მიიღებენ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ლიდერები და მთავრობის მეთაურები.   აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგი ევროკავშირის ინიციატივით დაიგეგმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ჩატარება 18   ივნისს ბრიუსელში იგეგმებოდა, თუმცა, გლობალური პანდემიის გამო სამიტი 2021 წლის დასაწყისში გაიმართება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way