USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Тбилиси
გიორგი გახარია -20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება
дата:  1209

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, კვლავ იქნება, თუ არა იგი 20 ივნისს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ასე უპასუხა: დიახ, ვიქნები, ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე უკვე იმუნიტეტი შეიძინა, იმდენჯერ იყო დასმული.

„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის მიერ და რა მიზეზით გავრცელდა ეს. მე მინდა, თქვენ, მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ უკვე იმუნიტეტი შემძინეთ, არანაირი რეაქცია ამაზე არ მაქვს, იმდენჯერ იყო ეს შეკითხვა დასმული. საბოლოო ჯამში, კონცეპტუალურად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის სად ვიქნები, რეალურად, მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები, თუ ფერმერი, მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ. ახლა რაც შეეხება უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ, ამიტომ გპასუხობთ, რომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება,“ - მიმართა პრემიერმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, იქნება თუ არა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევნებამდე, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა: „არჩევნები ხომ შემოდგომაზეა, მერე ერთხელ ხომ გითხარით შემოდგომაზე დავითვლით მეთქი და შემოდგომაზე დავითვლით“.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати