პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, კვლავ იქნება, თუ არა იგი 20 ივნისს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ასე უპასუხა: დიახ, ვიქნები, ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე უკვე იმუნიტეტი შეიძინა, იმდენჯერ იყო დასმული.
„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის მიერ და რა მიზეზით გავრცელდა ეს. მე მინდა, თქვენ, მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ უკვე იმუნიტეტი შემძინეთ, არანაირი რეაქცია ამაზე არ მაქვს, იმდენჯერ იყო ეს შეკითხვა დასმული. საბოლოო ჯამში, კონცეპტუალურად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის სად ვიქნები, რეალურად, მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები, თუ ფერმერი, მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ. ახლა რაც შეეხება უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ, ამიტომ გპასუხობთ, რომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება,“ - მიმართა პრემიერმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე, იქნება თუ არა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევნებამდე, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა: „არჩევნები ხომ შემოდგომაზეა, მერე ერთხელ ხომ გითხარით შემოდგომაზე დავითვლით მეთქი და შემოდგომაზე დავითვლით“.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/