USD 2.7076
EUR 3.1560
RUB 3.3425
Tbilisi
გიორგი ტყეშელაშვილი - ქართველი პროგრამისტი ამერიკაში
Date:  1275
ამერიკულ Tech ინდუსტრიაში უნივერსიტეტის მეორე კურსზე სწავლისას აღმოვჩნდი. სხვა სტუდენტებთან ერთად დასაქმების კვირეულში მივიღე მონაწილეობა. რეზიუმეში განსაკუთრებული არაფერი მქონდა, გარდა პატარა აპლიკაციისა, რომელიც კვირეულში მონაწილე სტარტაპ TWILIO-ს აპის გამოყენებით შევქმენი. რეკრუტერები სწორედ ამ აპით დაინტერესდნენ და შემომთავაზეს საზაფხულო ინტერნშიფი.
 
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა სტარტაპ Yik Yak-ში დავიწყე, რომელიც მოულოდნელად გაკოტრდა და უმუშევარი დავრჩი. სამსახურის მოსაძებნად მხოლოდ ერთი თვე მქონდა, რადგან სტუდენტის სტატუსით ვიყავი და თუ მალე არ დავიწყებდი მუშაობას, არალეგალად ჩავითვლებოდი. ბევრი ძებნის შემდეგ, ვნახე სტარტაპი PLAID-ი, სადაც გასაუბრება მეორე დღესვე დამინიშნეს და ამიყვანეს. ამ მაგალითებიდან ჩანს, რომ ყველა სიტუაციაში შეიძლება მოიძებნოს არასტანდარტული გზა, რომელიც იმაზე უფრო ეფექტურია, რაც ყველას ნორმა ჰგონია.
 
დასაქმების დროს კომპანიებს აინტერესებთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ და არა ის, თუ რეზიუმეში რა გიწერიათ. PLAID-ში ოთხი წელი გავატარე. ამ დროის განმავლობაში კომპანია 50 დან 1000 ადამიანამდე გაიზარდა. იქ დიდი გამოცდილება მივიღე, როგორც პროფესიულად, ასევე ცხოვრებისეულად. შევიძინე ბევრი ახალი მეგობარი. PLAID-იდან ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა საკუთარი სტარტაპი PIPE დააფუძნა და მეც მეორედ შევედი ახალ მდინარეში. გუნდს როცა თავიდან შევუერთდი, ბანკებთან ინტეგრაციის მიმართულებით ვმუშაობდი. ათასობით დიდი და მცირე ბანკიდან PLAID-ი მხოლოდ ტოპ ათ ბანკთან თანამშრომლობდა. კომპანიის მიზანი იყო სრულად აეთვისებინა ამერიკის საბანკო სისტემა. როდესაც გუნდმა სასურველ შედეგს მიაღწია, სხვა ახალი გამოწვევები გაჩნდა. საკმარისი აღარ იყო ერთი აპლიკაცია ყველა ბანკისთვის.
 
კომპანიები, რომლებიც PLAID-ის API-ს იყენებდნენ, თავიანთ აპლიკაციებში UX flow-ს იმპლემენტაცია უწევდათ, რათა მომხმარებლებს საკუთარი ბანკის ანგარიშები მიებათ ამ აპლიკაციაზე, რომლის გამოყენებასაც ცდილობდნენ (მაგ. Robinhood, Venmo და ა.შ.). მივხვდი, რომ პრობლემის გადაჭრა შეგვეძლო და ჩემს გუნდთან ერთად იქ ერთი წელი ვიმუშავე. დღეს ყველა კომპანია, რომელიც Plaid-ის მომხმარებელია, სწორედ ამ მოდულს იყენებს. კომპანია როდესაც დიდ მასშტაბზე გავიდა( ხუთი ამერიკელიდან ერთი Plaid-ის მომხმარებელია), data access and privacy გახდა მთავარი პრიორიტეტი. ბოლოს მეც ამ მიმართულებით ვმუშაობდი კომპანიაში.
ამჟამად დისტანციურად ვმუშაობ სტარტაპში PIPE, როგორც full stack engineer-ი. PIPE არის პლატფორმა, რომელიც კომპანიებს დამატებითი კაპიტალის მოზიდვაში ეხმარება. ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა იყიდონ და ივაჭრონ კომპანიების შემოსავლით, როგორც სრულიად ახალი asset class.
 
“Software is eating the World”- დიდი ხანია ჩვეულებრივი მოცემულობაა. უახლოეს მომავალში, პროგრამისტების გარდა, კოდის წერა თითქმის ყველას ეცოდინება. ღირებული და მოთხოვნადი გახდებიან ის ადამიანები, ვინც პროგრამირებასთან იქნებიან დაკავშირებული. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა პროგრამისტებმა ყველაზე დიდი ინვესტიცია განათლებასა და განვითარებაში უნდა ჩადონ. ასევე არ დაიშურონ დრო და ენერგია საინტერესო ადამიანების შეძენისთვის. უცხოეთში ცხოვრება და მუშაობა ღირებული გამოცდილებაა, მაგრამ ისე განვითარდა software სფერო და remote work კულტურა, რომ უცხოურ კომპანიაში საკუთარი ქვეყნიდანაც შეიძლება მუშაობა. უახლოეს მომავალში საქართველოში ვგეგმავ დაბრუნებას, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
society
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way