USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
გია ვოლსკი - ზოგიერთი ოპოზიციური ძალა რასაც აკეთებს, რუსულ ინტერესებს ემთხვევა, ისინი იმ დიქტატიდან უნდა გამოვიდნენ, რასაც საცივში თავის ჩაყოფა ჰქვია
дата:  609

ზოგიერთი ოპოზიციური ძალა რასაც აკეთებს, რუსულ ინტერესებს ემთხვევა - პოლიტიკური სუბიექტები იმ დიქტატიდან უნდა გამოვიდნენ, რასაც საცივში თავის ჩაყოფა ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მიძრაობა“ საქართველოს ინტერესებზე პირდაპირ შეტევას ახორციელებს.

„ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს ინტერესებზე პირდაპირ შეტევას ახორციელებს, ეს ფაქტი არა მარტო ჩვენმა განცხადებებმა დაადასტურა. თვითონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი სერიოზული ლაშქრობაა. რასაკვირველია, ამ ლაშქრობის მოთავე რუსეთის ფედერაცია, რომელსაც რეგიონში თავისი ინტერესები გააჩნია. სწორედ ამ ინტერესებს ემთხვება, რასაც დღეს ზოგიერთი ოპოზიციური ძალა აკეთებს.

მე ვფიქრობ, ამათი ლიდერი, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ თემებზეა ორიენტირებული, ჩვენ კიდევ შეკითხვების დასმას ვაგრძელებთ. მე ასე მგონია, რომ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც თავისი ქვეყნის მიმართ სერიოზული განცდა და დამოკიდებულება აქვთ, იმ დიქტატიდან უნდა გამოვიდეს, რასაც საცივში თავის ჩაყოფა ჰქვია. მე მგონია, რომ ქვეყანაზე ფიქრი არ უნდა იყოს აშშ-ის სენატისთვისა და ევროკავშირისთვის დამახასიათებელი, მაშინ როცა პოლიტიკური სპექტრი თავისი საინფორმაციო საშუალებებით საპირისპირო პროცესებისკენ არიან მობილიზებული“, - განაცხადა ვოლსკიმ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати