ზოგიერთი ოპოზიციური ძალა რასაც აკეთებს, რუსულ ინტერესებს ემთხვევა - პოლიტიკური სუბიექტები იმ დიქტატიდან უნდა გამოვიდნენ, რასაც საცივში თავის ჩაყოფა ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მიძრაობა“ საქართველოს ინტერესებზე პირდაპირ შეტევას ახორციელებს.
„ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს ინტერესებზე პირდაპირ შეტევას ახორციელებს, ეს ფაქტი არა მარტო ჩვენმა განცხადებებმა დაადასტურა. თვითონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი სერიოზული ლაშქრობაა. რასაკვირველია, ამ ლაშქრობის მოთავე რუსეთის ფედერაცია, რომელსაც რეგიონში თავისი ინტერესები გააჩნია. სწორედ ამ ინტერესებს ემთხვება, რასაც დღეს ზოგიერთი ოპოზიციური ძალა აკეთებს.
მე ვფიქრობ, ამათი ლიდერი, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ თემებზეა ორიენტირებული, ჩვენ კიდევ შეკითხვების დასმას ვაგრძელებთ. მე ასე მგონია, რომ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც თავისი ქვეყნის მიმართ სერიოზული განცდა და დამოკიდებულება აქვთ, იმ დიქტატიდან უნდა გამოვიდეს, რასაც საცივში თავის ჩაყოფა ჰქვია. მე მგონია, რომ ქვეყანაზე ფიქრი არ უნდა იყოს აშშ-ის სენატისთვისა და ევროკავშირისთვის დამახასიათებელი, მაშინ როცა პოლიტიკური სპექტრი თავისი საინფორმაციო საშუალებებით საპირისპირო პროცესებისკენ არიან მობილიზებული“, - განაცხადა ვოლსკიმ.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/