USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Tbilisi
გერმანულ ჟურნალი „ფოკუსი“ (Focus): უკრაინის კონტრშეტევა ჩაიშალა. უკრაინამ საკუთარი თავი ძალების გამოფიტვისათვის გაწირა
Date:  724

„ექსპერტის დასკვნა: „უკრაინის კონტრშეტევა ჩაიშალა. უკრაინამ საკუთარი თავი ძალების გამოფიტვისათვის გაწირა“ - ასეთი სათაური აქვს გერმანულ ჟურნალ „ფოკუსში“ (Focus) გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც მიმოხილულია გერმანელი ექსპერტების შეფასებები და პროგნოზები რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ (ავტორი - ანა შმიდი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

სულ უფრო მეტი დასავლელი ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ სტრატეგიული და ოპერატიული თვალსაზრისით, უკრაინის არმიის კონტრშეტევა ჩაიშალა. უკრაინის მომხრეები დამწუხრებულნი არიან - ისინი ხომ დიდ იმედებს ამყარებდნენ და ელოდებოდნენ, რომ კიევის ძლევამოსილი ჯარი ყირიმსაც გაათავისუფლებდა, დონბასსაც [და „აზოვის ზღვის წყალსაც დალევდა“]. ოფიციალურად, კონტრშეტევის გეგმა ითვალისწინებდა რუსეთის არმიის მიერ აგებული თავდაცვითი ხაზის გარღვევას, ყირიმ-დონბასის სახმელეთო დერეფნის გადაჭრას და რუსეთის არმიის განადგურებას ან მათ იძულებას უკრაინის ტერიტორიიდან გასვლაზე.

მაგრამ ყველაფერი იმედგაცრუებით დამთავრდა: უკრაინის არმიამ „სუროვიკინის ხაზის“ გარღვევა ვერ შეძლო. უკრაინელებმა, ექვსთვიანი ბრძოლების შემდეგ, წინ მხოლოდ მცირედ, 17 კილომეტრით წაიწიეს და 400 კვ.კმ-ის ტერიტორიის დაკავება შეძლეს.

ამჟამად უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობის დონე ისეთი აღარ არის, როგორც კონტრშეტევის დაწყების წინ იყო. გააფთრებულ და სისხლისმღვრელ ბრძოლებში კიევმა 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, უფრო მეტი კი დაიჭრდა და დასახიჩრდა. აღსანიშნავია, რომ კონტრშეტევის ჩაშლას ადასტურებენ არამარტო დასავლელი სამხედრო სპეციალისტები, არამედ თვით უკრაინის არმიის სარდლობა - გენერალ ვალერი ზალუჟნის აღაიებით, ამჟამად ფრონტზე ჩიხური სიტუაციაა შექმნილი.

როგორც გერმანული სამხედრო-პოლიტიკური საზოგადოების თავმჯდომარე რალფ ტილე ამბობს, უკრაინის არმიის წარუმატებელი მოქმედება იმით შეიძლება აიხსნას, რომ რუსეთის არმიამ მოახერხა სიტუაციასთან შეგუება (ადაპტაცია) და ახლა უკრაინასთან (ჩათვალე - დასავლეთთან) ომს მათი ძალების გამოფიტვის მიზნით აწარმოებს. კრემლმა, შეიძლება ითქვას, უკრაინის არმიის შეტევას წარმატებული წინააღმდეგობა გაუწია თავისი ტავდაცვის ხაზის სიღრმისა და სიმტკიცის წყალობით, კერძოდ, იმით, რომ დანაღმა ტერიტორიის დიდი ფართობი, ააგო ფორტიფიკაციები, მოხერხებულად განალაგა არტილერია და დრონებთან ბრძოლაში მაღალეფექტური ელექტრონული საშუალებები გამოიყენა. საკმარისია ითქვას, რომ ყველაზე დაძაბულ მომენტებში უკრაინა თვეში 10 ათასამდე დრონს კარგავდა.

თანაც ამ დროს აღმოჩნდა, რომ რუსეთის ეკონომიკა მდგრადობასა და სტაბილურობას ინარჩუნებს. გავიხსენოთ, რომ 2022 წლის თებერვლიდან დასავლეთმა ანტირუსული სანქციების 12 პაკეტი მიიღო, აკრძალა ყველაფერი, რისი აკრძალვაც შეიძლებოდა, რუსული ბანკები „სვიფტის“ სისტემიდან გამორთო, დააწესა მკაცრი ემბარგო რუსულ პროდუქციაზე, მაგრამ... უკვე მეორე წელი იწურება და რუსეთის ეკონომიკა არათუ იშლება და ინგრევა, არამედ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, იზრდება კიდეც.

რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციას თავისი მიზეზი აქვს. დასავლეთისა და ევროპისაგან უარყოფილმა რუსეთმა მოახერხა ახალი ბაზრების ათვისება (ჩინეთი და ინდოეთი), გააფართოვა ურთიერთობა „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებთან და ისინი იაფფასიანი მარცვლეულით და ენერგონედლეულით (გაზით და ნავთობით) უზრუნველყო. თავის მხრივ, „გლობალურმა სამხრეთმა“ მხარი რუსეთს დაუჭირა ან თავი შეიკავა კრემლის კრიტიკისაგან. აფრიკისა და აზიის რიგი ქვეყნებისათვის რუსეთი მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. კრემლმა იპოვა შემოსავლების მიღების ალტერნატიული გზები და თავისი ეკონომიკა ომის მოთხოვნების შესაბამისად გარდაქმნა

„ახლა მოსკოვს და კიევს ერთმანეთთან დიდი ხნის ბრძოლა მოუწევთ. ორივე ერთმანეთის ძალების გამოფიტვას და დაქანცვას შეეცდება. ამასთან, მომავალი უკრაინისთვის უფრო ცუდად გამოიყურება, ვიდრე რუსეთისათვის“, - ამბობს რალფ ტილე, - უკრაინის შესაძლებლობები მცირდება. სიტუაციაა გაართულა ახლო აღმოსავლეთის კრიზისმაც. მოსალოდნელია, რომ უკრაინის იარაღით უზრუნველყოფაში პრობლემები იქნება. ევროპას უკრაინის სოციალური სფეროსდაფინანსებაც გაუჭირდება...

ალბათ, ზამთარში რუსეთის გააგრძელებს დაბომბვებს და შედეგები სულ უფრო მძიმე იქნება. უკრაინას კი ომის გასაგრძელებლად არ ეყოფა არც რაკეტები და არც ჭურვები, არც ახალწვეულთა საკმარისი რაოდენობა. ამიტომაც კიევმა მდგომარეობა სწორი პოლიტიკის გატარებით და დიპლომატიის წყალობით უნდა გამოასწოროს. „უკვე დროა დიპლომატები, რომლებიც ტანკებისა და რაკეტების უკან დგანან, წინ გამოვიდნენ და თავიანთი სიტყვა თქვან“, - აცხადებს გერმანელი ექსპერტი.

წყარო: https://www.focus.de/politik/ausland/ukraine-krise/experten-ziehen-bitteres-fazit-die-gegenoffensive-ist-gescheitert-die-ukraine-verbraucht-sich_id_249865571.html

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

 

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way