USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Тбилиси
გერმანიის ელჩი - საქართველოში პოლიტიკურმა მხარეებმა ვერ შეძლეს დიპლომატების გარეშე მოლაპარაკება
дата:  644

გერმანიის ელჩი ჰუბერთ ქნირში - „საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის პოლარიზაცია იმდენად ძლიერი იყო, რომ დიპლომატების იქ ყოფნის გარეშე შეხვედრა და კომპრომისის მისაღწევად მუშაობა ვერ შეძლეს, ამიტომ შევითავსეთ ეს როლი“

„მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც დავდექით, იყო ის, რომ საქართველოში პოლარიზაცია პოლიტიკურ მხარეებს შორის იმდენად ძლიერი იყო, რომ დიპლომატების იქ ყოფნის გარეშე მათ ვერ შეძლეს შეხვედროდნენ ერთმანეთს და კომპრომისის მისაღწევად ემუშავათ - სწორედ ამიტომ შევითავსეთ ეს (მედიატორების) როლი. დისკუსია საარჩევნო სისტემაზე იყო კონცენტრირებული, პირდაპირ არჩეული პარლამენტის წევრების რიცხვთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ ცვლილებაზე. საბოლოოდ, შეთანხმება 30 მაჟორიტარზე მოხერხდა, მაგრამ რიცხვი ინტენსიურად განიხილებოდა მთელი თვის განმავლობაში. სხვათა შორის, დიალოგის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ არსებული პოლარიზაცია არც ისე მძლავრი იყო და ადამიანებს, დიპლომატების თვალწინ, დასაბუთებული დიალოგი ჰქონდათ, იყენებდნენ რაციონალურ არგუმენტებს. ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოს პოლიტიკაში ეს შესაძლებელია. გარკვეული მოთმინებით 8 მარტის შეთანხმებას მივაღწიეთ“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, ჰუმბერტ ქნირშმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати