USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
გერმანიაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური შემოწმების ნებართვა გასცეს
თარიღი:  699

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური შემოწმების ნებართვა გასცეს.  ცდების საწყის ეტაპზე, 18-დან 55 წლამდე ასაკის 200 ჯანმრთელ ადამიანს მიეცემა წამლის განსხვავებული დოზა, ხოლო მეორე ფაზაზე ფოკუსირება მოხდება უფრო მაღალი რისკის მქონე პირებზე.

გერმანული მედია წერს, რომ პოტენციური ვაქცინა, სახელწოდებით – „ბიენთი 162“ (BNT162) გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია „ბიოენტექმა“, ფარმაცევტულ გიგანტ კომპანია „პფიზერთან“ ერთად შექმნა.

საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ, „ბიენთი 162“-ის შემოწმება იგეგმება აშშ-იც.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში კოვიდ-19-ის სულ მცირე, 20 სხვადასხვა ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის ოთხი კლინიკურ ეტაპზეა.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის