„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური შემოწმების ნებართვა გასცეს. ცდების საწყის ეტაპზე, 18-დან 55 წლამდე ასაკის 200 ჯანმრთელ ადამიანს მიეცემა წამლის განსხვავებული დოზა, ხოლო მეორე ფაზაზე ფოკუსირება მოხდება უფრო მაღალი რისკის მქონე პირებზე.
გერმანული მედია წერს, რომ პოტენციური ვაქცინა, სახელწოდებით – „ბიენთი 162“ (BNT162) გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია „ბიოენტექმა“, ფარმაცევტულ გიგანტ კომპანია „პფიზერთან“ ერთად შექმნა.
საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ, „ბიენთი 162“-ის შემოწმება იგეგმება აშშ-იც.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში კოვიდ-19-ის სულ მცირე, 20 სხვადასხვა ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის ოთხი კლინიკურ ეტაპზეა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.