USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
Tbilisi
გერმანელი მეცნიერების კვლევა: რა კვალს ტოვებს გადატანილი კორონა ვირუსი პაციენტის ტვინზე
Date:  2992

დოქტორი სვენ მატიას ველმანი წმინდა ჰედვიგის სახელობის პედიატრიული კლინიკის და რეგენსბურგში მოზარდთა სამედიცინო ცენტრის  მთავარი ექიმია. თავის კოლეგებთან ერთად რეგენსბურგიდან და ბაზელიდან ველმანმა ნაშრომი გამოაქვეყნა, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი თუ რა შესაძლო ეფექტები შეიძლება იქონიოს კორონა ვირუსმა პაციენტის ტვინზე, მაშინ,  როდესაც იგი უკვე  გადატანილი და დამარცხებულია. შედეგები ნამდვილად ძალიან დამაფიქრებელია!

 

გთავაზობთ ინტერვიუს პროფესორთან, რომელიც გერმანულ პრესაში გამოქვეყნდა.

პროფესორი სვენ მატიას ველმანი: კორონა ვირუსის პანდემია მსოფლიოს მიწისძვრასავით დაატყდა თავს. მას შემდეგ ჩვენ ყველანი ცუნამის ტალღის ქვეშ ვართ, რომელიც მიწისძვრამ გამოიწვია. ზოგადად, ადამიანის ფსიქოლოგია ასეთია - როდესაც რაიმე ცუდი ხდება,  თავდაპირველად   შოკს იღებ და სწორად რეაგირებას ვერ ახერხებ. შემდეგი ფაზა უკვე გამოფხიზლებაა, როდესაც ხვდები, რომ ცხოვრება არ დასრულებულა და გამოსავლის ძიებას იწყებ. ზოგიერთი კრიზისის დროს მხოლოდ საკუთარ ინტერესებს აყენებს წინა პლანზე, ზოგიერთი საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვას იწყებს. ამ ყველაფერზე დაკვირვება ძალზეც საინტერესოა.  თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ იმის არ გვეშინოდეს, რასაც თვალნათლივ ვხედავთ. პანდემიამ დიდი მსხვერპლი მოიტანა, უმეტესობამ სრულიად უმტკივნეულოდაც გადაიტანა ვირუსი, თუმცა ისმის კითხვა - იქნებ არსებობს უხილავი შედეგები, რასაც ჯერ ვერ ვხედავთ.  სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ აუცილებელია კვლევები, რომელიც ვირუსის დატოვებულ პათოგენებს გამოიკვლევდა.

კვლევები მრავალ სხვადასხვა შემთხვევევაზე ინდივიდუალური დაკვირვებებით დავიწყეთ.

დღევანდელი მონაცემებით ჩვენი ბაზა კორონაგადატანილი პაციენტებისა საკმაოდ დიდია და საშუალებას იძლევა ზოგადი დასკვნებიც გაკეთდეს.

ჟურნალისტი: როგორც კვლევაში ვკითხულობთ, დაკვირვება კოვიდგადატანილ 100 პაციენტზე ხორციელდებოდა. შეგიძლიათ მოკლედ გვითხრათ მეცნიერების სტანდარტებით რა არის ის რიცხვი, რამდენ ადამიანზე დაკვირვების შემდეგადაც შეიძლება ითქვას, რომ მონაცემები ნამდვილად ვალიდურია?

 

ველმანი:  არსებობს სხვადასხვა სტატისტიკური ტესტები. ზოგიერთი ერთმანეთს განსხვავებული ნიშნების მქონე პაციენტებით დაკომპლექტებულ ჯგუფებს ადარებს. შემდეგ დგინდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავება და ამის მიხედვით იგეგმება ახალი ტესტი. თუ განსხვავება უმნიშვნელოა, მაშინ ჯგუფები ერთიანდება და დაკვირვება გაცილებით დიდ რიცხვზე მიმდინარეობს. ხოლო თუ განსხვავება მნიშვნელოვანია, დაკვირვების წრე მცირდება და მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფზე მიმდინარეობს.

 

ჟურნალისტი: ანუ   თქვენს შემთხვევაში განსხვავება, რა თქმა უნდა, ნიშანდობლივია. არიან კოვიდ-პოზიტივ და კოვიდ-ნეგატივ პაციენტები. ამით თქვენი კვლევის არეალი მნიშვნელოვნად შემცირდა?

 

ველმანი: დიახ, განსხვავება ნიშანდობლივია. ამან ჩვენ კვლევებს შესაძლებლობა მისცა, უკვე არსებული ნაშრომები საფუძვლიანად გამოგვეყენებინა და ჩვენი ყურადღება კონკრეტულად იმ ჯგუფებზე გაგვემახვილებინა, რომლებზე დაკვირვებაც ჩვენს კვლევას წინ წაწევდა.  

ჟურნალისტი: თქვენ კვლევაში განხილულია თუ რა შესაძლო ეფექტები შეიძლება იქონიოს კორონამ პაციენტის ტვინზე, მაშინ,  როდესაც იგი უკვე  გადატანილია. შეგიძლიათ უფრო ვრცლად გვითხრათ ტვინის რა სახის დაზიანებებზეა საუბარი?

 

ველმანი:  ადამიანის ტვინში უამრავი ნეირონია, რომელიც ხალხში ნერვული უჯრედების სახელით არის ცნობილი.  ნერვულ უჯრედებს აქვს ნერვული დაბოლოებები, სწორედ ეს დაბოლოებები უზრუნველყოფენ ნერვული უჯრედების ერთმანეთთან „კონტაქტს“. თუ კი ნერვული დაბოლოებები „გაწყდება“, ნერვული უჯრედები ვეღარ მოახერხებენ ერთმანეთთან ინფორმაციის გადაცემას. რთულ სამეცნიერო ენაზე რომ არ ვისაუბრო, ეს გამოიწვევს იმას, რომ ორგანიზმი, რომელიც ტვინის უჯრედების კარნახით მოქმედებს, „დაიბნევა“ და ვეღარ მოახერხებს ჩვეულ რიტმში მუშაობის გაგრძელებას. ამავდროულად უკვე მკვდარი ნეირონები სისხლში დაილექება და  ნეიროფილანტიას გამოიწვევს.

 

ჟურნალისტი: ესე იგი, მარტივად რომ ვთქვათ, თქვენი კვლევის ფარგლებში პაციენტების სისხლში მკვდარ ნეირონებს ზომავდით და შედეგები სავალალოა?

 

ველმანი: დიახ, ასეა.

 

წყრო: https://www.idowa.de

World
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way