USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
გაზეთი "The Jerusalem Post" (ისრაელი): „უკრაინას რუსეთზე გამარჯვება ჯარისკაცთა სიკვდილის გარეშეც შეუძლია“
თარიღი:  790

ისრაელის გაზეთი „ჯერუზალემ პოსტი“ (The Jerusalem Post) რუბრიკით „თვალსაზრისი“ ბეჭდავს სტატიას სათაურით „უკრაინას რუსეთზე გამარჯვება ჯარისკაცთა სიკვდილის გარეშეც შეუძლია“ (ავტორი - დეივ ანდერსონი), რომელშიც გადმოცემულია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების სავარაუდო სცენარი.

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მოწინააღმდეგეები, ჩვეულებრივ, ამტკიცებენ, რომ აგრესიას ძალით უნდა უპასუხო. თუ დიქტატორი სხვის ტერიტორიას ხელყოფს, მაშინ დემოკრატიულმა ქვეყნებმა მას უშუალოდ უნდა გასცენ საკადრისი პასუხი ან დაზარალებულ ქვეყანას უნდა დაეხმარონ.

ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე ნატოს წევრებმა პრაგმატული კომპრომისული პოზიცია დაიკავეს. იმდენად, რამდენადაც უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი არ არის, ნატოს არ აქვს დოქტრინული საფუძველი, რომ კიევს ცოცხალი ზალა და ავიაცია გაუგზავნოს. ამის ნაცვლად, ნატოს ქვეყნებმა, განსაკუთრებით კი ამერიკამ კიევს მსხვილი სამხედრო მიწოდებებით უზრუნველყვეს - დაწყებული ცეცხლსასროლი იარაღითა და ვაზნებით, ქვემეხების ჭურვებით, დამთავრებული საზენიტო-სარაკეტო სისტემებით და მძიმე ტანკებით. მაგრამ არა ჯარისკაცებით.

აქედან გამომდინარე, იბადება კანონიერი კითხვა: არის თუ არა აუცილებელი აგრესიას ისეთი ძალით უპასუხო, რომელიც მტერზე გამარჯვებისათვის არის აუცილებელი? უკრაინის შემთხვევაში, მისმა არმიამ და მოხალისეებმა, მოსახლეობის მედგარმა წინააღმდეგობამ ხელი შეუშალა რუსეთს მთავარი მიზნის განხორციელებაში - ერთი დარტყმით მთელი უკრაინა დაემორჩილებინა და დაეპყრო.

თუ ახლა უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება და ხელს მოაწერს რუსეთთან სამშვიდობო დოკუმენტს, რომლის მიხედვით, ვთქვათ, მოსკოვი უკრაინის სამხრეთში ამჟამად ოკუპირებული სამი ოლქის ნაცვლად აღმოსავლეთში ორს მიიღებს, კონკრეტულად კი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს, ეს საკმარისი იქნება მხარეთა შესარიგებლად?

თქვენ შეგიძლიათ რაც გსურთ ის ამტკიცოთ, მაგრამ ცხადია, რომ ასეთი შეთანხმება კიევს საშუალებას მისცემს თავისი ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწლი გააკონტროლოს. რასაკვირველია, იქნება ეჭვები, რომ ასეთი შეთანხმება საბოლოო მშვიდობას ვერ დაამყარებს და ეს მხოლოდ რუსეთზე ნაწილობრივი გამარჯვება იქნება.

ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ომის შემდგომი პერსპექტივა შეიძლება კატასტროფული იყოს, რადგან არავინ არ იცის, თუ როდის მოეპრიანება ვლადიმერ პუტინს ბირთვულ ღილაკზე თითის დაჭერა, განასაკუთრებით მაშინ, თუ უკრაინა სრულ გამარჯვებას მიუახლოვდება და რომლის შედეგად, რუსეთი არაფერს არ მიიღებს. ბოლოსდაბოლოს, რუსეთი დაბომბავს უკრაინის დანარჩენ ნაწილს, დაანგრევს და ისე მიატოვებს, ათობით მილიონი დაღუპულით და არ მიიერთებს.

სწორედ ამიტომ აქსიომა „აგრესიას ძალით უნდა უპასუხო“, ალბათ, საჭიროა ასეთ კონტექსტში განვიხილოთ: ამჟამინდელ სიტუაციაში არის ორი შემადგენელი, რომელიც მას, ვთქვათ, მეორე მსოფლიო ომისგან განასხვავებს. ახლა საკითხი არ ეხება იმას, გააგრძელებს თუ არა დახმარებას აშშ და ნატო უკრაინის მიმართ, რუსეთზე გამარჯვების მიზნით. დღეს კრემლს ერთ წამში შეუძლია სიტუაციის შეცვლა - ბირთვული ომის დაწყებით.

ცხადია, აქსიომა „უსამართლო აგრესიას ძალა უნდა დაუპირისპირო“ - კარგია, მაგრამ ის ომის აბსოლუტურ პრინციპად არ ითვლება. 2023 წლისათვის მსოფლიოში ასეთი პრინციპები ძალიან ცოტა დარჩა. ტანკები, რომლებსაც აშშ, გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი უკრაინას გაუგზავნიან, კიევს რუსეთის არმიის მოგერიებაში დაეხმარება. საკითხი ისაა, აინტერესებს თუ არა დასავლეთს, რომ ვლადიმერ პუტინმა თავისი სახე შეინარჩუნოს, ჯერ-ჯერობით ღია რჩება. ყველამ იცის, რომ რუსეთის პრეზიდენტი გერმანიის რაიხსფიურერი არ არის, ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერისაგან განსხვავდება და თუ მას ჰიტლერივით მოექცევი, ეს დიდ რისკზე წასვლას ნიშნავს.

შესაძლოა ღირდეს, რომ უკრაინამ რუსეთს ტერიტორიის რაღაც ნაწილი დაუთმოს, თუნდაც ერთი ოლქი სამხრეთის ოლქებიდან, მშვიდობის მიღწევისა და ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ... რუსეთის არმიის დამარცხებისა და ვლადიმერ პუტინის სრული დამცირების მცდელობა უკრაინას და ნატოს სახიფათო მდგომარეობაში აყენებს. მოწინააღმდეგის გადაჭარბებულ დამცირებას  არაპროგნოზირებად შედეგამდე მიყვანა შეუძლია.

წყარო: https://www.jpost.com/opinion/article-731369

მოამზადა სიმონ კილაძემ

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის