USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
გაუძლებს თუ ვერა თქვენი ქორწინება კორონავირუსს?
თარიღი:  1309

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითიზოლაცია და სოციუმისგან დისტანცირება  ყველაზე სტაბილური და ბედნიერი ოჯახებისთვისაც კი დიდი გამოწვევაა.  პერსონალური და პროფესიული ცხოვრების ბალანსის დაკარგვამ, სტრესულ სიტუაციაში და ჩაკეტილ სივრცეში ბავშვებთან ანდაც უარესი - თინეიჯერ შვილებთან ერთად აღმოჩენამ წყვილი შეიძლება სერიოზულ კონფლიქტებამდე ან უარეს ვარიანტში განქორწინებამდე მიიყვანოს.

ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც წყვილები ამ ვითარებაში ეჩეხებიან არის ის, რომ ისინი შეიძლება სრულებით განსხვავებულად ხედავდნენ სიტუაციას. ერთ-ერთ მათგანს მიაჩნდეს, რომ აპოკალიფსი გვიახლოვდება და ბოლო წუთებს ვითვლით, მეორე კი ძალიან მშვიდად იყოს და ფიქრობდეს, რომ მისი მეუღლე საკმარისზე მეტად შფოთავს. ასე რომ, როცა ადამიანებს განსხვავებული ხედვები აქვთ, მათი იდეებიც იმაზე, თუ რა ნაბიჯის გადაადგმაა სწორი  განსხვავებულია, ამას კი უცილობელ კონფლიქტამდე მივყავართ.

გთავაზობთ რამდენიმე რჩებას ფსიქოლოგებისგან, რომელიც ამ რთული პერიოდის გადატანაში დაგეხმარებათ.

 

შექმენით საკუთარი პატარა სივრცე

წყვილების უმეტესობა თვითიოლაციამდე დღეს ცალ-ცალკე ატარებდა. მინიმუმ ერთ-ერთი  მაინც დილით სამსახურში მიდიოდა და საღამომდე სახლში არ იყო. ამ ეტაპზე უკვე თითქმის ყველა დისტანციურად მუშაობს ან საერთოდ ვეღარ მუშაობს და შესაბამისად, მეუღლეები 24 საათს ერთ ჭერქვეშ ატარებენ. ფსიქოლოგები დაჟინებით გვირჩევენ, რომ იმის მიუხედავად დღეს რამდენად დალაგებულია ჩვენი ურთიერთობა პარტნიორებთან, აუცილებლად გამოვყოთ მარტო ყოფნის თუნდაც 1  საათი. მშვიდად ვიფიქროთ, მარტომ მივირთვათ ლანჩი,  წავიკითხოთ  წიგნი, ვესაუბროთ მეგობრებს. მოკლედ, დავკავდეთ იმ საქმით, რითიც განვიტვირთებით და სრულებით მოწყვეტილები ვიქნებით ჩვენს პარტნიორს. იმ წყვილებისთვის, ვისაც სახლში საკმარისი სივრცე არ აქვს, ცხადია, საკითხი გართულებულია, მაგრამ, დარწმუნებულები ვართ, მონდომებული ადამიანი სიტუაციიდან გამოსავალს აუცილებლად იპოვის.

 

არ მიაქციოთ ყურადღება დეტალებს

ალექსანდრა ფონდრენი ინგლისის ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი რჩევას პირადი გამოცდილებიდან გვაძლევს..

"იცით, აქამდე არასდროს შემიმჩნევია, რომ ჩემი ქმარი ნამდვილი შოკოჰოლიკია, ვფიქრობ, აქამდე ამას წარმატებით იმიტომ მიმალავდა, რომ სამსახურიდან მოსულს ჩვენს სახლში არსებული ტკბილეულობის რაოდენობის შეფასება ნამდვილად არასდროს შემეძლო. ბოლო 2 კვირაა ყველგან შოკოლადის დაჭმუჭნული ქაღალდები და ყუთები მხვდება. ამას უბრალოდ ჭკუიდან გადავყავდი და ჩვენ ორს შორის ნამდვილი ომი დაიწყო. ერთ დილით კი უბრალოდ დავფიქრდი, განა ეს ისევ იგივე კევინი არაა, რომელიც ასე ძალიან მიყვარს,  შესანიშნავი მამა და უბრალოდ კეთილი ადამიანი, დაე ჭამოს ბევრი შოკოლადი. ამის შემდეგ უბრალოდ აღარ ვაქცევდი ყურადღებას ამ პატარა კონფლიქტურ საკითხს და ჩვენი ურთიერთობაც თავის კალაპოტს დაუბრუნდა“

 

ჩამოაყალიბეთ რუტინა

არავინ იყო მზად ასეთი სცენარისთვის, შესაბამისად ახლა ჩვენს თავებში ქაოსია. ამ გლობალურ ქაოსს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერაფერს მოვუხერხებთ, სამაგიეროდ შეგვიძლია სახლში ქაოსი დავარეგულიროთ. შეიმუშავეთ რუტინა -  ვინ ალაგებს, ვინ რეცხავს ჭურჭელს, ვინ უვლის ბავშვებს, ვინ მზარეულობს. ამით კონფლიქტურ სიტუაციებსაც თავს ავარიდებთ და თან წესრიგის და პასუხისმგებლობის გრძნობაც გაგვიჩნდება.

 

დაკავდით სექსით

სექსი სტრესის მოხსნის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ახლა კი არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა მუდამ დაკავებული წყვილისთვის ერთმანეთის ფანტაზიების შესასწავლად და განსახორციელებლად.  თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომელიმე მხარეს , რომელიც უფრო ტრაგიკულად აღიქვამს სიტუაციას, შფოთვის ფონზე სექსის სურვილი სრულიად გამქრალი ჰქონდეს. ასეთ დროს არავითარ შემთხვევაში არ დააძალოთ პარტნიორს ურთიერთობა და მითუმეტეს, არ შეხვიდეთ ამის გამო კონფლიქტში. 

 

დაგეგმეთ აქტიური ოჯახური საღამო

აუცილებლად გამოყავით საღამო როგორც აქტიურად და მხიარულად გასატარებელი დრო.  ჩვენი რუტინა ხომ ასეთი იყო -  საღამოს სამსახურის შემდეგ ვხვდებოდით მეგობრებს, დავდიოდით კინოში, ბარში, ვსვავდით, ვცეკვავდით. შეეცადეთ ეს ტრადიცია დახურულ სივრცეში გადმოიტანოთ.

გამოიცვალეთ სპორტული შარვალი და მაისური, ჩაიცვით ლამაზად, გახსენით 1 ბოთლი ღვინო,  გაუკეთეთ სერვირება საჭმელს და ვუალა - საღამო რესტორანში მზადაა.

მოიმარაგეთ პოპკორნი, ჩიფსები, ლუდები, კოკა-კოლა, ჩააბნელეთ ოთახი და უყურეთ ფილმს, რომელიც ჯერ არც ერთს გინახავთ.  ესეც თქვენი კინოთეატრი.  იგივე წარმატებით შეგიძლიათ ფეხბურთის, კალათბურთის ან თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი სპორტის მატჩს უყუროთ. ხმამაღლა და ემოციურად გულშემატკივრობა არ დაგავიწყდეთ.

ბარის საღამოსთვის კი მთავარია სახლში 1 ბოთლი ტეკილა, რამოდენიმე ლიმონი  და  დინამიკები მოგეპოვებოდეთ.  ჩართეთ საყვარელი მუსიკა, ჩააქრეთ შუქი, მხიარული ფერების განათებას თუ დაამატებთ ეს ნამდვილად ბენეფიტი იქნება. მიუჯექით მაგიდას, გემრიელად დალიეთ და მთელი გულით იცეკვეთ.

 

გამოხატეთ გრნობები

ზემოთჩამოთვლილ ყველა პუნქტზე მნიშვნელოვანი ახლა სიყვარულის, პატივისცემის და თანადგომის გამოჩენაა. უბრალოდ გაჩერდით იმის სათქმელად, რომ გიყვარს, ლამაზად გამოიყურება ან უბრალოდ მადლობა მოუხადეთ ჩაის მოტანისთვის. ეს ახლა უბრალოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

თუ თავს დაუცველად გრძნობ

სამწუხაროდ, თვითიზოლაცია და კარანტინი ყველაზე ცუდად ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის შეიძლება დასრულდეს.  მოძალადეებს ახლა უფრო მეტი დრო და „რესურსი“ აქვთ მსხვერპლის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის გასანადგურებლად. თუ მსხვერპლთა რიგში ხართ, გახსოვდეთ, რომ არანაირი კარანტინი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე თქვენი მენტალური ჯანმრთელობა. გაუფრთხილდით თავს და აუცილებლად დაუკავშირდით შესაბამის ორგანოებს.

 

CNN-ის მასალების მიხედვით მოამზადა ელენე ხვედელიძემ

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის