USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Тбилиси
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე: ხვალ გვექნება დასკვნა, რომელიც ემყარება კონკრეტულ მონაცემებს და ანალიზს
дата:  667

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის ხელმძღვანელობით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, შოვში განვითარებული სტიქიის მიზეზების დადგენასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისგან შემდგარი 6 ჯგუფი სტიქიის ადგილზე რჩება და საველე სამუშაოებს ახორციელებს. პირველადი დასკვნისთვის, სამუშაო ჯგუფებისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება უწყვეტად მიმდინარეობს.

„ვამუშავებთ და მაქსიმალურ ანალიზს ვუკეთებთ ყველა იმ ინფორმაციას, რაც განვითარდა ხეობაში. საზოგადოებას, ამ ძალიან მძიმე დროს, მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. ჩვენ არც ერთი წუთით მუშაობა არ შეგვიჩერებია. დღეს დილას, ჩვენმა სპეციალისტებმა ხეობა კიდევ ერთხელ დეტალურად დაათვალიერეს. ხვალ უკვე გვექნება დასკვნა, რომელიც ემყარება კონკრეტულ მონაცემებს და ანალიზს. დასკვნას საზოგადოებას ოპერატიულად მივაწვდით.

ამ ეტაპისთვის რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მყისიერი მოვლენის განვითარებას ჰქონდა ადგილი. ეს არის მყინვარული დნობის პროცესი. მოხდა კლდეზვაური მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლა. პროცესები ხეობაში განვითარდა ძალიან სწრაფად, რასაც თან დაერთო ღვარცოფული და თანმდევი მეწყრული პროცესები. საქმე გვაქვს რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან; საბოლოო ჯამში, მივიღეთ უმძიმესი სურათი. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას და ვთხოვო, როდესაც ასეთი რთული ემოციურო ვითარებაა, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სპეციალისტებს, დავეყრდნოთ მონაცემებს და არ უნდა გავავრცელოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას შეიყვანს შეცდომაში და კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ისედაც ძალიან მძიმე ემოციურ ფონს. ჩვენი თხოვნა იქნება ყველას მიმართ, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შევიკავოთ. სპეციალისტებს სჭირდებათ დრო იმისათვის, რომ მაქსიმალურად ზუსტი დასკვნა გააკეთონ და სტიქიის მიზეზებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას გავცეთ ამომწურავი პასუხი”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 16 ადამიანია დაღუპული, 20 ადამიანს კი ეძებენ.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати