USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
Tbilisi
განქორწინება არაბულად
Date:  1679

„რამდენი გადაგიხადა ქმარმა. როცა ცოლად მოგიყვანა?-მკითხა ჩემმა დუბაელმა მეგობარმა.

„იცი, გაგიკვირდება, ცოტა არ იყოს მეუხერხულება კიდეც აღიარება, მაგრამ არაფერიც არ გადაუხდია. აი, უბრალოდ, ადგა და დაქორწინდა, უფასოდ“-ვუპასუხე სიცილით.

„როგორ თუ არაფერი, რა უცნაურები  ხართ ეს ევროპელები. ვთქვათ, ადგა და წავიდა, მიგატოვა და დაგტოვა ექვს შვილთან ერთად, როგორც ანჯელინა ჯოლი?! და რას შვები მაშინ?“

ვერაფერს იტყვი. რკინის ლოგიკით დასმული კითხვაა. ყველაზე მყარი ოჯახებიც კი არ არის დაზღვეული  რღვევისაგან.

დუბაელი მეგობრის კითხვას არ გავუკვირვებივარ, მხოლოდ მაიძულა დავფიქრებულიყავ  ამ საინტერესო თემაზე-არაბული  განქორწინების  თემაზე.

ჩვენ, მუსულმანური ცხოვრების წესისგან გარსმდგარი ადამიანები რატომღაც მივიჩნევთ, რომ არაბული ოჯახი არ ინგრევა. განქორწინება თუ  ხდება, ხდება აუცილებლად ქმრის ინიციატივით, ხოლო ქალისათვის კი ქმართან გაყრა დიდ სირცხვილად ითვლება.

მაგრამ ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვნად არ არის, სტერეოტიპული აზროვნება გვექაჩება ასე ვიფიქროთ.

ისლამში  განქორწინება „ჰალალია“ („ჰალალ“ – „თავისუფალი“; მუსლიმთა რელიგიურ ცხოვრებაში ის, რაც ალლაჰისაგან ნებადართულია, ანუ აკრძალული არ არის, ჰარამის საპირისპირო.)

ქორწინების გაწყვეტის უფლება თანაბრად აქვს ორივე მეუღლეს და არაფერი სათაკილო ამაში არ არის, თუმცა სარწმუნოება და  კონსერვატიული საზოგადოებრივი წყობა არ  მიესალმება და ღიად არ იწონებს განქორწინების აქტს.

განქორწინების საფუძველი შეიძლება იყოს ნაირგვარი-დაწყებული  ყოფითი საკითხებით და  დამთავრებული  „ხასიათით ვერ შეეწვნენ“-ით.

შარიათის სასამართლო მეუღლეებს არ აიძულებს ერთობლივი თანაცხოვრების გაგრძელებას და გარკვეული სტანდარტული პროცედურების შემდგომ აუცილებლად განაქორწინებთ.

არსებობს მოარული აზრი იმის თაობაზე, რომ არაბი ქალები ამდენ ოქროსა და ძვირფას ქვებში ასხმულები იმიტომ დადიან, რომ თუ ვინიცობაა ქმარი სამჯერ წარმოთქვამს სიტყვებს: „ჩემგან განქორწინებული ხარ“, ცოლი უსიტყვოდ ადგება და წავა, ბარგის ჩაულაგებლად. ეს  ძვირფასეულობა კი მისთვის ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტიაა.

აღმოჩნდა, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა.

პირველ რიგში, ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობებს განსხვავებული მიდგომა აქვთ „ტალაქის“ ნუ „მყისიერი“, ერთ დღეში განქორწინების პრაქტიკასთან დაკავშირებით. სუნისტურ მიმდინარეობაში(ეს ხაზი დომინანტურია საუდის არაბეთში), მაგალითად, მიიჩნევა, რომ არ შეიძლებ სამჯერ ზედიზედ გაიმეორო „ჩემგან განქორწინებული ხარ“. სულერთია, სამგზის თქმა მაინც ერთგზისად ჩაითვლება.

ამ ფრაზის წარმოთქმიდან გამეორებამდე, სულ მცირე, ერთმა თვემ მაინც უნდა განვლოს, რომ ცოლ-ქმარს ფიქრისა და ანალიზისათვის დრო  და შერიგებისათვის შანსი ჰქონდეთ.

მეორე რიგში, ქალი უფლებამოსილია განაგრძოს ცხოვრება საერთო სახლში საბოლოო გაყრამდე, მინიმუმ სამი თვე. ამასთან ამ პერიოდში  ქმარს აქვს მისი რჩენის ვალდებულება.

მხოლოდ მესამე ჯერზე წარმოთქმული ამ ფრაზის მერე ითვლება ქორწინება გაუქმებულად. ამის შემდეგ მეუღლეები კიდევაც რომ შერიგდნენ, მათ  ხელახლა მოუწევთ დაქორწინება. ამასთან ჯერ ქალი უნდა გათხოვდეს სხვა მამაკაცზე, მერე მას გაეყაროს და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი  მისი დაბრუნება პირველ ქმართან.

ხოლო თუ ქალი აპირებს ახალი ოჯახის შექმნას განქორწინების შემდეგ, მან ეს უნდა სისრულეში მოიყვანოს სამი მენსტრუალური ციკლის ამოწურვის შემდეგ (დაახლოები სამი თვის შემდეგ), რათა გაიაროს ტესტირება  წინამორბედ ქმრისგან ორსულობაზე.

საინტერესოა თურქული წესიც-თუ თურქი ქმარი მეუღლეს „დას“ ან „დედას“ დაუძახებს, ის ავტომატურად ჩაითვლება განქორწინებულად. თუმცა, თუ ისინი წარსულში განქორწინებული არ ყოფილან, კვლავ შეუძლიათ დაქორწინდნენ.

წყვილი განქორწინებულად ითვლება თუ ქმარი ტელეფონით, ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით სამჯერ გაიმეორებს სიტყვა talak-ს (განქორწინება არაბულად). ერთადერთი პირობა ისაა, რომ ქალი დარწმუნებული უნდა იყოს ტექსტის ავთენტურობაში. 

როგორც ხედავთ, ეს პროცედურები დიდ მოთმინებას მოითხოვს.

 რა საჭიროა ურვადი?

არაბულ ქვეყნებში არსებობს ცნება „მახრი“, რომელიც გარკვეულწილად ანალოგიურია  ურვადისა (საქორწინო გადასახადი საპატარძლოს მშობლებისათვს) ოღონდ იმ განსხვავებით, რომ  მახრს ვაჟი ოჯახის ნაცვლად  უხდის უშუალოდ საპატარძლოს.

მახრი არის ერთგვარი გამოხატულება იმისა, რომ  ვაჟი ქალიშვილის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი. საამისოდ ფიქსირებული თანხა განსაზღვრული არ არის, მაგრამ თანამედროვე ემირატებში საცოლისათვის 10 ათას დოლარზე ნაკლები თანხის ჩუქება მიუღებელია.

ცოლის ინიციატივით განქორწინების შემთხვევაში ქმარი უფლებამოსილია მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება. არაბ ქალთა დიდი უმრავლესობის საბედნიეროდ ეს იშვიათად ხდება.

უკანასკნელ წლებში საუდის არაბეთისა და გაერთიანებული ემირატების ოფიციალური პირები თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ შეამცირონ საპატარძლო გადასახადი, რადგან  მისი რაოდენობა არაერთი ახალგაზრდისათვის წარმოადგენს დაბრკოლებას დაოჯახების  გზაზე.

გადასახადის გარდა საქმროს კისერზეა საქორწინო ხარჯები და ახალი სახლით უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ ყველას არ შეუძლია მოეკიდოს ოჯახს.

„ამიტომაც მოჰყავთ ჩვენ ბიჭებს უცხოელები. ისინი ხომ მომთხოვნები არ არიან“-ამბობენ არაბი ქალები.

ვისთან რჩებიან ბავშვები

ყველაზე მტკივნეული საკითხი არაბული ოჯახის დანგრევისას ისევე, როგორც საზოგადად ნებისმიერი განქორწინებისას, უკავშირდება შვილებს. დადგენილია, რომ ისინი ფინანსურად უნდა უზრუნველყოს მამამ.

ხშირად შვილები დედებთან რჩებიან სქესობრივი მომწიფების ასაკამდე, შემდეგ კი თავად უნდა გადაწყვიტონ, ვისთან ირჩევენ ცხოვრებას.

თუ ქალი მეორედ თხოვდება, რა ასაკისაც არ უნდა იყვნენ შვილები, გინდაც ახალშობილები, დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ მამასთან საცხოვრებლად.

მამაკაცი ოჯახის თავია და სწორედ ამიტომ ითვლება, რომ  ოჯახში ახალი მამაკაცის შემოსვლასთან ერთად დგინდება, იცვლება ოჯახის ცხოვრების წესი.

გარდა ამისა,მიუღებელია გოგონას ცხოვრება ერთ ჭერქვეშ  მამინაცვალთან ერთად.

ქორწინება შეიძლება გადაიდოს

როგორც აღმოჩნდა არაბული განქორწინებაც შეიძლება აღმოჩნდეს არალეგიტიმური გარკვეულ ვითარებებში.

მაგ. თუკი ცოლი განქორწინების მომენტში ორსულად აღმოჩნდება, ცოლ-ქმარს მოუწევთ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ბავშვის დაბადებამდე. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა წამოჭრან ხელახლა გაყრის საკითხი.

ასევე წყვილი ავტომატურად ითვლება განქორწინებულად, თუკი მამაკაცი შეიცვლის რელიგიას, ე. ი. გავა ისლამიდან.

სხვა სარწმუნოების აღმსარებელ ქალთან განქორწინების შემთხვევაში ბავშვები აუცილებლად მამასთან რჩებიან.

ერი სიტყვით, გაყრის თავისებური პროცედურის მიუხედავად, არაბული განქორწინება, პირველ ყოვლისა, უბრალოდ განქორწინებაა.

ჩვეენთვის, მაგალითად ცნობილია შემთხვევები, როდესაც გაყრის ინიციატორები იყვნენ  როგორც ცოლები,ისე ქმრები. გაყრის მიზეზები კი ჩვეულებრივი და ცხოვრებისეულია: მავანის ქმარი სვამდა და ძალადობდა, მეორემ უფრო შეძლებულ კაცს დაადგა თვალი,ვიღაცამ დაშორება არჩია უსიყვარულოდ თანაცხოვრებას.

არაბებთანაც ყველაფერი ისეა, როგორც სხვებთან.

მომზადებულია BBC-ს მასალების მიხედვით

 

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way