1947 წელს ამერიკულმა ჟურნალმა "Bulletin Of Atomic Scientists" წარმოადგინა საინტერესო პროექტი,სახელად "განკითხვის დღის საათი".ამ პროექტის გარშემო გაერთიანდა ატომური იარაღის შემქმნელთა ჯგუფის რამდენიმე წევრი და "საათის" ისრებიც ამოძრავდნენ.პროექტის არსი შემდგომია–ჩვეულებრივი საათი.საათის ცენტრია XII.დრო შუაღამემდე(24:00) რაც უფრო ახლოსაა მით უფრო იძაბება სიტუაცია მსოფლიოში.ხოლო მომენტი როცა საათის ციფრები თავს მოიყრის თორმეტზე და დაფიქსირდება შუაღამე,ნიშნავს "განკითხვის დღეს",უფრო სწორედ ატომურ აპოკალიფსს.
საათის დროის ფიქსაცია ხდება პერიოდულად კომპეტენტური ადამიანების(განსაკუთრებით აღსანიშნავია ნობელის პრემიის 18 ლაურეატი) შეფასებების გათვალისწინებით.
განვიხილოთ სიტუაცია(დრო საათზე) 1947 წლიდან 2010 წლამდე.
2020 წლის 22 იანვარს,ჟურნალმა „ატომური მეცნიერების ბიულეტენი“ განკითხვის დღის საათის ისრები 20 წამით წინ გადაწია. სიმბოლური საათი კაცობრიობის განადგურებამდე დარჩენილ დროს ითვლის და ახლა მასზე დაფიქსირებული დროა 23:58:40 საათი. ასე ახლოს შუაღამესთან, რომელიც გლობალურ კატასტროფას ნიშნავს საათი არასოდეს ყოფილა.
დროის გადაწევის მიზეზებს შორის აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის გამო ბირთვული საფრთხის მომატება, საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციისშესახებ შეთანხმების დარღვევა და ჩრდილოეთ კორეის განიარაღების საკითხში პროგრესის არარსებობა სახელდება.
ამასთან, ჟურნალის ავტორები აღნიშნავენ, რომ გლობალურ კატასტროფასთან მიახლოებას ისიც უწყობს ხელს, რომ მსოფლიო კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის საკმარისს არ აკეთებს.
განკითხვის დღის საათზე დროს წელიწადში ერთხელ ცვლიან. 2018 წლიდან საათი აჩვენებდა დროს 23:58:00.