USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
თბილისი
განკითხვის დღის საათი კიდევ 20 წამით წინ გადაწიეს
თარიღი:  1400

1947 წელს ამერიკულმა ჟურნალმა "Bulletin Of Atomic Scientists" წარმოადგინა საინტერესო პროექტი,სახელად "განკითხვის დღის საათი".ამ პროექტის გარშემო გაერთიანდა ატომური იარაღის შემქმნელთა ჯგუფის რამდენიმე წევრი და "საათის" ისრებიც ამოძრავდნენ.პროექტის არსი შემდგომია–ჩვეულებრივი საათი.საათის ცენტრია XII.დრო შუაღამემდე(24:00) რაც უფრო ახლოსაა მით უფრო იძაბება სიტუაცია მსოფლიოში.ხოლო მომენტი როცა საათის ციფრები თავს მოიყრის თორმეტზე და დაფიქსირდება შუაღამე,ნიშნავს "განკითხვის დღეს",უფრო სწორედ ატომურ აპოკალიფსს.

საათის დროის ფიქსაცია ხდება პერიოდულად კომპეტენტური ადამიანების(განსაკუთრებით აღსანიშნავია ნობელის პრემიის 18 ლაურეატი) შეფასებების გათვალისწინებით.

განვიხილოთ სიტუაცია(დრო საათზე) 1947 წლიდან 2010 წლამდე.

  • 1947 წელი – 11:53 სთ – პროგრამის დასაწყისი.
  • 1949 წელი – 11:57 სთ – საბჭოთა კავშირი ახდენს ატომური იარაღის პირველ გამოცდას.
  • 1953 წელი – 11:58 სთ – აშშ და სსრკ ახდენს თერმობირთვული იარაღის გამოცდას.
  • 1963 წელი – 11:48 სთ – აშშ და სსრკ თანხმდებიან ატომური იარაღის ცდების აკრძალვაზე,
  • 1968 წელი – 11:53 სთ – საფრანგეთი და ჩინეთი ქმნიან საკუთარ ბირთვულ იარაღს.
  • 1969 წელი – 11:50 სთ –აშშ_ს სენატში, რატიფიცირებულ იქნა შეთანხმება ატომური შეიარაღების გაუვრცელებლობის შესახებ.
  • 1974 წელი – 11:51 სთ – ინდოეთი ატარებს ატომური იარაღის გამოცდას.
  • 1981 წელი – 11:56 სთ – ომი ავღანეთში.მდგომარეობის დაძაბვა აშშ_სა და სსრკ_ს შორის.
  • 1990 წელი – 11:50 სთ – ბერლინის კედლის დაცემა,"ცივი ომის" დასასრული და "ხავერდოვანი" რევოლუციების ტალღა აღმოსავლეთ ევროპაში.
  • 1991 წელი – 11:43 სთ – აშშ და რუსეთი თანხმდებიან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების თაობაზე.
  • 1995 წელი – 11:46 სთ – "ტვინების გადინება" პოსტსაბჭოთა სივრციდან.
  • 2007 წელი – 11:55 სთ – ბირთვული პროგრამები ჩრდილოეთ კორეასა და ირანში,გლობალური დათბობის პრობლემის წინა პლანზე წამოწევა.
  • 2010 წელი – 11:54 სთ – აშშ უარს ამბობს აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის განთავსებაზე.

2020 წლის 22 იანვარს,ჟურნალმა „ატომური მეცნიერების ბიულეტენი“ განკითხვის დღის საათის ისრები 20 წამით წინ გადაწია. სიმბოლური საათი  კაცობრიობის განადგურებამდე დარჩენილ დროს ითვლის და ახლა მასზე დაფიქსირებული დროა 23:58:40 საათი. ასე ახლოს შუაღამესთან, რომელიც გლობალურ კატასტროფას ნიშნავს საათი არასოდეს ყოფილა. 

დროის გადაწევის მიზეზებს შორის აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის გამო ბირთვული საფრთხის მომატება, საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციისშესახებ შეთანხმების დარღვევა და ჩრდილოეთ კორეის განიარაღების საკითხში პროგრესის არარსებობა სახელდება. 

ამასთან, ჟურნალის ავტორები აღნიშნავენ, რომ გლობალურ კატასტროფასთან მიახლოებას ისიც უწყობს ხელს, რომ მსოფლიო კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის საკმარისს არ აკეთებს. 

განკითხვის დღის საათზე დროს წელიწადში ერთხელ ცვლიან. 2018 წლიდან საათი აჩვენებდა დროს 23:58:00.

 

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის