USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
გამრეკელის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო
дата:  457

გამრეკელის N10-12 ის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო

საბურთალოს რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი მოხდა.
360 კვ. მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცე და სავარჯიშო მოედანი. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყობა კიბე და პანდუსი.
დასკვნით ეტაპზე, ტერიტორია გამწვანდება, დაირგვება რულონური ბალახი და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 233 637 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „შპს მონოლითი 2005“ ასრულებს.

 საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე მოსახლეობას შეხვდა და პროექტი მათთან ერთად განიხილა.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати