USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
გახარია - ვნახეთ ჩამოშლილი სახელმწიფო, პარტიული ბოსები ცდილობენ, ყველაფერი სხვებს დააბრალონ
თარიღი:  768

"დავინახეთ ჩამოშლილი სახელმწიფო და სრული უუნარობა", - ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ეს იყო უმძიმესი საყურებელი პოლიტიკური მოვლენა, როცა სახელმწიფომ მოქალაქეები ვერ დაიცვა.

„ეს იყო პოლიტიკური მოვლენა, უმძიმესი საყურებელი, როცა დავინახეთ ჩამოშლილი სახელმწიფო. სახელმწიფო ვერ იცავდა კონსტიტუციას, ვერ დაიცვა ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, მასობრივი დევნისგან ვერ დაიცვა ჟურნალისტები, ტურისტები. წარმოუდგენელი იყო, რაც ვნახეთ. ეს იყო უუნარობის გამოხატულება. ჩემთვის ასევე მიუღებელი იყო მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები - ხომ გაფრთხილებდითო, ჩვენ ეს ყველაფერი წინასწარ ვიცოდით, გაგაფრთხილეთ და ამის იქით თქვენი თავისთვის თავად უნდა მიგეხედათო.

ეს იყო არაკომპეტენტურობის პიკი. იმის შემდეგ, რაც კიდევ უფრო მიუღებელი იყო ის, რომ მმართველი გუნდის ბოსები ამ ყველაფერს აბრალებენ ყველას, მათ შორის მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, მემარჯვენეებს, მემარცხენეებს, მაგრამ არაფერს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე - ეს არის უპასუხისმგებლობა. პარტიული ბოსები დღეს მეუბნებიან, რომ ყველაფერი იცოდნენ, გაგვაფრთხილეს და ახლა ცდილობენ ყველაფერი სხვებს დააბრალონ. ეს სახიფათოა ქვეყნისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის