USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
"გადავარჩინოთ "მაუდის" სტადიონი" - დიდუბეში აქცია მიმდინარეობს
თარიღი:  

„გადავარჩინოთ „მაუდის“ სტადიონი“ - ამ მოთხოვნით თბილისში, მირცხულავას და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებმა აქცია გამართეს.

მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ტერიტორიაზე კვლავ სტადიონი მოეწყოს, რომელიც კერძო მესაკუთრემ დაშალა.

გარდა ამისა, მოსახლეობის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს.

„ამ ტერიტორიაზე ადრე სტადიონი იყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა, შემდეგ ტერიტორია გაიყიდა, შესაბამისად, მფლობელმა გადაწყვიტა, რომ რაღაც კომერციული საქმიანობა დაიწყოს. ჩვენ თავისთავად არავის კომერციული საქმიანობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ როდესაც დედაქალაქში ისედაც ძალიან ცოტაა სტადიონები, ბაზები, გასავითარებელია ქართული ფეხბურთი, ვფიქრობ, რომ ასეთი სტადიონი არ შეიძლება განადგურდეს და რაღაც საწყობი ან კომერციის ადგილი გახდეს”, - განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

აქციის დროს, ადგილზე მოსახლეობასთან სასაუბროდ თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი, გივი ჩხარტიშვილი მივიდა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებები და კონკრეტული შედეგები აღნიშნულ საკითხზე სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, თბილისის მერის, კახა კალაძის მხრიდანაც არის მზაობა, რომ აღნიშნული ტერიტორია გამოისყიდონ და ადგილზე ევროსტანდარტის სტადიონი გაკეთდეს.

„ადგილზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობდა, სადაც მუნიციპალურმა ინსპექციამ შესაბამისი ოქმი დაწერა და მეპატრონეს დაევალა დემონტაჟი, ახლა კი მათი მხრიდან აღნიშნული კონსტრუქციის დემონტაჟი მიმდინარეობს.

აქ ოდითგანვე ისტორიული სტადიონი იყო. მოსახლეობის მოთხოვნა არის, რომ მუნიციპალიტეტმა გამოისყიდოს აღნიშნული ტერიტორია და ევროსტანდარტის სტადიონი გაკეთდეს. ჩვენ მოლაპარაკებებს მესაკუთრეებთან ვაწარმოებთ. თბილისის მერის, კახა კალაძის მხრიდანაც არის მზაობა, რომ აღნიშნული ტერიტორია გამოვისყიდოთ და ევროსტანდარტის სტადიონი გაკეთდეს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონკრეტული შედეგები სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს გვექნება”, - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის