USD 2.7125
EUR 3.1517
RUB 3.3359
Тбилиси
ფრენსის ფუკუიამა - რუსეთი უკრაინაში აშკარად დამარცხებისკენ მიდის
дата:  1162

რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ფრენსის ფუკუიამა

ვწერ სკოპიიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, სადაც უკანასკნელი ერთი კვირაა ვკითხულობ კურსებს  ლიდერობის აკადემია განვითარებისთვის. უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით აქ განსხვავებული არაფერი არ ხდება; უბრალოდ, მეზობელ სასაათო სარტყელში ვარ და ბალკანეთში, ევროპის სხვა ნაწილთან შედარებით, პუტინის მხარდაჭერა მეტად მაღალია, რისი მიზეზიც დიდ წილად სერბეთი და სერბეთში მოქმედი Sputnik-ია.

  1. რუსეთი უკრაინაში აშკარად დამარცხებისკენ მიდის. რუსული დაგეგმარება არაკომპეტენტური აღმოჩნდა, რადგან დაფუძნებული იყო მცდარ მოლოდინზე: თითქოს უკრაინელები კეთილგანწყობილნი იქნებოდნენ რუსეთისადმი და შეჭრისთანავე უკრაინის სამხედრო ძალა ჩამოიშლებოდა. როგორც ჩანს, რუსი ჯარისკაცები კიევში გამარჯვების აღლუმისთვის ატარებდნენ საბრძოლო ფორმას, იმის მაგივრად რომ ჰქონოდათ დამატებითი საბრძოლო აღჭურვილობა და საკვები რაციონი. ამ დროისთვის პუტინმა ოპერაციაში უკვე ჩადო სამხედრო კაპიტალის დიდი ნაწილი - მას აღარ ჰყავს დამატებითი რეზერვი, რომელიც ომში შეიძლება გამოიძახოს. რუსული ჯარები უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გარეთ არიან ჩარჩენილნი, უწევთ გაუმკლავდნენ მარაგის პრობლემებსა და და უკრაინეილთა თავდასხმებს. 
  2. მათი პოზიციების ნგრევა შეიძლება იყოს მოულოდნელი და კატასტროფული, არა ომის დაღლით განპირობებული. საველე ჯარი მალევე მიაღწევს იმ დონეს, როცა არც მათი მომარაგება და არც მათი გაყვანა იქნება შესაძლებელი. მორალი აურთქლდება. ეს სიმართლეა სულ მცირე ჩრდილოეთ უკრაინისთვის. რუსები სამხრეთში უკეთ იბრძვიან, მაგრამ ჩრდილოეთში წარუმატებლობის შემთხვევაში, ამ პოზიციების შენარჩუნება რთული იქნება. 
  3. საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტის შანსი ჯერ არ არსებობს. ამ ეტაპზე მიღებული ზარალის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია კომპრომისი, რომელიც მისაღები იქნება როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის. 
  4. გაეროს უშიშროების საბჭომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უსარგებლოა. გამოსადეგი მხოლოდ გენერალური ასამბლეის კენჭისყრაა, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოში ცუდი ან მაპროვოცირებელი მოთამაშეების იდენტიფიცირებას.
  5. ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომ არ გამოაცხადონ უკრაინის ცა არასაფრენ ზონად და არ გადასცენ უკრაინას პოლონეთის საკუთრებაში მყოფი MiG-19 კარგია. ემოციურად რთულ  დროს აშშ-მ რაციონალურობის შენარჩუნება შეძლო. სჯობს უკრაინელებმა რუსები თავად დაამარცხონ, ვიდრე პუტინს მისცენ შესაძლებლობა ამტკიცოს, რომ NATO რუსეთს თავს დაესხა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ესკალაციის ყველა შესაძლებლობა თავიდან იქნეს აცილებული. MiG-ების გადაცემა უკრაინის თავდაცვის უნარიანობას დიდად არ გაზრდის. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია Javelins-ის, Stingers-ის, TB2-ების, სამედიცინო მარაგების, კომისიის აღჭურვილობისა და ინტელის გაზიარების უწყვეტი მიწოდება. ასევე, ვვარაუდობ, რომ უკრაინის ფარგლებს გარეთ მყოფი NATO-ს სადაზვერვო სამსახური ეხმარება უკრაინას. 
  6. საფასური, რომელსაც უკრაინა იხდის, რა თქმა უნდა, შეუფასებელია. მაგრამ უკრაინას ყველაზე დიდ ზიანს აყენებენ რაკეტები და არტილერია, რასაც ვერც MiG-ები და ვერც უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება გაუმკლავდება. ერთადერთი, რაც ხოცვა-ჟლეტას შეაჩერებს, არის რუსული არმიის ადგილზე დამარცხება.
  7. პუტინი ვერ გადაურჩება თავისი არმიის დამარცხებას. ის იღებს მხარდაჭერას, რადგან აღიქმება ძლიერ მმართველად; რა დარჩება სხვებისთვის შესათავაზებელი, როცა საკუთარ არაკომპეტენტურობას გამოავლენს და იძულებითი ძალაუფლება შეუსუსტდება?
  8. უკრაინაში შეჭრამ დიდი ზიანი მიაყენა პოპულისტებს მთელ მსოფლიოში,მათ შორის მატეო სალვინს, ჟაირ ბოლსონაროს, ერიკ ზემორს, მარინ ლე პენს, ვიქტორ ორბანსა და, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპს.  ისინი თავდასხმამდე გამოხატავდნენ სიმპათიას პუტინის მიმართ. ომის პოლიტიკამ კი მათი ავტორიტარული მიდრეკილებები ღიად გამოავლინა.
  9. ომი ამ ეტაპზე კარგი გაკვეთილია ჩინეთისთვის. რუსეთის მსგავსად, ჩინეთმა უკანასკნელ ათწლეულში შექმნა ერთი შეხედვით მაღალტექნოლოგიური სამხედრო ძალები, მაგრამ მათ საბრძოლო გამოცდილება არ აქვთ. დიდი ალბათობით რუსეთის საჰაერო ძალების წარუმატებლობას გაიმეორებს სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საჰაერო ძალებიც, რომლებსაც ანალოგიურად არ აქვს რთული საჰაერო ოპერაციების მართვის გამოცდილება. ჩვენ უნდა ვიმედოვნოთ, რომ ჩინეთი, რუსეთის მსგავსად, საკუთარ შესაძლებლობებში თავს არ მოიტყუებს, როდესაც ტაივანის წინააღმდეგ სამომავლო ნაბიჯებს დაგეგმავს.
  10. იმედია, თავად ტაივანი გაიღვიძებს, რათა უკრაინელების მსგავსად მოემზადოს საბრძოლველად, აღადგენს სამხედრო გაწვევას. ნუ ვიქნებით წინასწარ დამარცხებულები.
  11. თურქული დრონები ბესტსელერად გადაიქცევა.
  12. რუსეთის დამარცხება შესაძლებელს გახდის "თავისუფლების თავიდან დაბადებას” და გლობალურად დემოკრატიის შემცირების შიშს გაგვიქრობს. მამაცი უკრაინელების დამსახურებით, 1989 წლის სულისკვეთება გაგრძელებს ცხოვრებას.  
общество
შსს -ს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავეს - ჯამში დაკავებულია 44 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

უწყების თანახმად, სულ დაკავებულია 44 პირი, 4 კი მიმალვაშია.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ იმ პირების გამოვლენასა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

გამოძიების ფარგლებში, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ დაკავებულია კიდევ 8 პირი: ზ.ა., ⁠ა. დ., ⁠ი. ჩ.,⁠ ხ.გ., გ.ჩ., გ.მ., რ.მ., ი.დ., ხოლო 4 პირი მიმალვაში იმყოფება.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გავრცელებული არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად - შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

ვიდეოსამეთვალყურეო მასალების გაშიფვრისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს სასახლის ეზოს ჯებირები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სიახლეებს საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати