USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
თბილისი
ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალ „ლ’ექსპრესში“ (l’Express) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ომი უკრაინაში: კიევში ცივ ზამთარს მღელვარებით ელოდებიან“
თარიღი:  458

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინა ზამთარს მღელვარებით ელოდება. წელიწადის ყველაზე ცივი სეზონის მოახლოების კვალობაზე მატულობს შიში, რომ რუსეთის კვლავ გააგრძელებს და გააძლიერებს დარტყმებს ენერგოობიექტებზე. ანუ ქვეყანა კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩება, ისევ გაბატონდება სიბნელე და სიცივე... და ეს იმ დროს, როცა ტემპერატურა მინუს 10 გრადუსზე მეტი იქნება.

ელექტროენერგიის გათიშვის საფრთხე რეალურია, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელმა ენერგეტიკოსებმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწიეს დანგრეული ელექტროკომუნიკაციების აღსადგენად (მხოლოდ კიევში ელექტროსისტემამ 8 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო). „უკრაინელებს ილუზიები არ აქვთ იმისა, რომ ეს ზამთარი შარშანდელზე უკეთესი იქნება, მაგრამ მორალურად ისინი სიტუაციის გაუარესებას მომზადებულნი ხვდებიან“, - აცხადებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

2022-2023 წლების ზამთარში, როცა კიევის და ქვეყნის სხვა მსხვილი ქალაქების ელექტროგამანაწილებელი ობიექტები და ელექტროგადამცემი ხაზები მასირებულად იბომბებოდა რუსეთის მიერ, უკრაინას მრავალი ქვეყანა ეხმარებოდა ტრანსფორმატორებით, დიზელ-გენერატორებით, ელექტროკაბელებით და სხვა მასალებით (მათ შორის საქართველოც - თბილისიდან უკრაინაში 20-მდე მძლავრი დიზელ-გენერატორი გაიგზავნა - რედ.), მაგრამ ამ ზამთარს მოსალოდნელია დახმარების მოცულობის შემცირება.

რუსეთის არმიის დარტყმების თავიდან ასაცილებლად უკრაინის ხელმძღვანელობა დასავლეთისაგან ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების მიწოდებას ითხოვს, მაგრამ რადგანაც კიევის მოწოდებას ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვაშინგტონი და ბერლინი გამოეხმაურნენ, თანაც დაგვიანებით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის თხოვნა ამ ეტაპზე შეუსრულებელი რჩება.

კიევი შეშფოთებულია, რომ მისი დასავლელი მოკავშირეების ყურადღება, აშშ-ის ჩათვლით, უკრაინიდან ისრაელზე გადადის და ეს არცთუ უსაფუძვლოდ. „ვლადიმირ პუტინისათვის ახლო აღმოსავლეთის კრიზისი შესაძლებლობათა ფანჯარას წარმოადგენს, ანუ დასავლეთის ყურადღების ისრაელზე და ღაზას სექტორზე გადატანით მოსკოვს ბევრი რამის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა. პირველ რიგში ესაა საკუთარი რესურსების მობილიზება და კონცენტრირება იმ დროს, როცა უკრაინის მოკავშირეების, მათ შორის მთავარი მოკავშირისა და მკვებავის აშშ-ის რესურსები გადანაწილებული იქნება, თანაც, არ არის გამორიცხული, რომ კიევის საზიანოდ: დიდი ალბათობით, ვაშინგტონი უპირატესობას ისრაელს მიანიჭებს.

გარდა ამისა, აშშ-ში ბევრი სხვა ამბავიც ხდება (და შეიძლება მოხდეს), რომელიც უკრაინის პერსპექტივას აუარესებს. მაგალითად ის, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერად მაიკ ჯონსონი იქნა არჩეული, რომელიც უკრაინისადმი დახმარების მოწინააღმდეგეს წარმოადგენს. ასევე ისიც, რომ ამერიკულ საზოგადოებაში უკრაინის მიმართ დახმარების გაწევის მხარდამჭერთა რაოდენობა კლებულობს...  და თუ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტის სავარძელს ისევ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დაიკავებს, მაშინ ხომ...

ამერიკას რომ თავი დავანებოთ, უკრაინის სასარგებლოდ საქმე კარგად არ მიდის ძველ, ბებერ ევროპაშიც, სადაც შავი ღრუბლები იკრიბება: სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ანტიუკრაინელი რობერტ ფიცოს პარტიამ გაიმარჯვა, თვითონ პარტიის ლიდერი კი მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი გახდა. მან არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას არ დაეხმარება. არ არის გამორიცხული, რომ რობერტ ფიცომ თავის უნგრელ კოლეგასთან ერთად, ტანდემში, დაბლოკოს ევროკავშირის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინას ეხება.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „სიამოვნებისაგან ხელებს იფშვნეტს“.

„ევროპელებს შორის განხეთქილების მოხდენის ყოველი შესაძლებლობა ვლადიმერ პუტინისათვის „წყალობას“ წარმოადგენს“, - თვლის ანალიტიკოსი ტარა ვარმა ვაშინგტონის ბრუკინგის ინსტიტუტიდან, - ძალზე სამწუხაროა, რომ ბოლო დროს კიევის დასავლელ მოკავშირეებში მატულობს უთანხმოება და დავა, რაც, უკრაინას კარგს არაფერს უქადის“.

წყარო: https://www.lexpress.fr/monde/europe/guerre-en-ukraine-pour-kiev-lhiver-de-tous-les-dangers-ZO7QZM3STFBJHGROSFNR2LEOWQ/

 

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის