USD 2.7290
EUR 3.1261
RUB 3.3817
თბილისი
ფრანგი ბიზნესმენი ჟაკ ფლერი - საქართველოს მთავრობას საჭირო რეფორმების გატარება უჭირს
თარიღი:  1153

#ინვესტორისხმა - ასე ჰქვია გადაცემა „Forbes კვირის“ ახალ რუბრიკას, რომლის ფარგლებშიც BMG-ის ბელგიელი ჟურნალისტი გიომ მულარტი საქართველოს ბიზნესგარემოზე უცხოელი ინვესტორების მოსაზრებებს თუ შეფასებებს მოისმენს და გაგიზიარებთ.

74 წლის ფრანგი ჟაკ ფლერი ერთ-ერთი მათგანია. მან საქართველო 25 წლის წინ აღმოაჩინა. ის 15 წლის განმავლობაში, "ბორჯომის" სათავეში იყო, შემდეგ - "შატო მუხრანის", ახლა კი აგრო-სამრეწველო სექტორში ოთხ სხვადასხვა კომპანიას მართავს.

ჟაკ ფლერი „Forbes კვირას“ უყვება, რომ პოზიცია, რომელსაც ის დააფიქსირებს, ამ ქვეყანაში შექმნილი რამდენიმე წარმატებული კომპანიისა და აქ გატარებული ოცდახუთწლიანი გამოცდილების შედეგია.

„საქართველოს ერთი უპირატესობა ის არის, რომ განვითარებადი ქვეყანაა. ვგულისხმობ იმას, რომ ჯერ კიდევ არსებობს მრავალი შესაძლებლობა, რაც დასავლეთის ბევრ ქვეყანაში ადვილად მოპოვებადი არ არის. მეწარმისთვის ან მათთვის, ვინც ჩემს მსგავსად ქმნის ახალ პროექტებს, ახალ კომპანიებს, ცალსახა უპირატესობაა გვქონდეს შესაძლებლობა, დავიწყოთ საქმიანობა იმ სფეროში, სადაც ჯერ არავინ პოზიციონირებს. ევროპაში იგივე ინვესტიციის ჩადების შემთხვევაში, უკვე უზარმაზარი კონკურენტები გეყოლებოდათ. აქ არასდროს ჩამვარდნია არანაირი პროექტი, რაც თავისთავად იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში ბევრი რამ განხორციელებადია. მაგალითად, ბოლო ორი წლის განმავლობაში მე შევქმენი ოთხი კომპანია აგრო-სამრეწველო სექტორში. ევროპაში შეძლებდით ოთხი სხვადასხვა ინტერესის სფეროს განვითარებას და ამ მიმართულებებით საქმიანობას?! - ვერ შეძლებდით, ფაქტობრივად, ამის შანსი არ გაქვთ. ქვეყნის ზომა საინტერესოა, რადგან მარტივად შეგიძლია ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულების გაფორმება“, - ამბობს ჟაკ ფლერი.

მისი შეფასებით, აზიისა და ევროპის შუაში ყოფნა საქართველოსთვის დიდი პლიუსია.

„ვისაუბროთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე, როგორც პოტენციურ ბაზარზე. საქართველო ცნობილი ქვეყანაა. მას კარგი რეპუტაცია და იმიჯი აქვს. ზაფხულში ჩამოსულ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველო მოსწონთ; მოსწონთ კლიმატი, კულტურა და განსაკუთრებით ხალხის სტუმართმოყვარეობა. ბოლო ოთხი წელია საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს ჩინეთთან ანუ მსოფლიოში ერთ-ერთია, ორი ან სამი ქვეყნიდან, რომელსაც ჩინეთის ბაზარზე თავისუფალი წვდომა აქვს. ასე რომ, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ, ეს ერთ-ერთი დიდი უპირატესობაა. მე ელჩის როლს ვთამაშობ. მე ყოველთვის მხარს ვუჭერ საქართველოს, სადაც შემიძლია. თითქოს საქართველოს ვუბრუნებ იმას, რაც ქვეყანამ თავად მომცა ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში - ეს არის საშუალება გავაკეთო ბევრი ისეთი რამ, რის გაკეთებასაც საკუთარ ქვეყანაში ვერ შევძლებდი. მე მაქვს ძალიან გამოცდილი ხედვა კულტურის, ხალხისა და ბიზნესის შესახებ. უნდა ითქვას, რომ ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც ოდესმე მიმუშავია, საქართველო არის ყველაზე მეგობრული; საქართველო მუდამ მზადაა ნებისმიერი ადამიანი მიიღოს და სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ოცდახუთი წლის შემდეგაც აქ ვარ.

როდესაც რაღაცას საქართველოში აკეთებ და წარმატებას მიაღწევ, ქართველი ხდები. ასიმილაციისა და ინტეგრაციის ეს შესაძლებლობა არსებობს, რაც უცხოელი მეწარმისთვის აქ ყოფნას ძალიან საინტერესოს ხდის. ტექნიკური დახმარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამას ინსტიტუტები სერიოზულად არ აღიქვამენ. ეს არის ის, რაც აქ გვჭირდება. უნივერსიტეტში საკმარისი განათლებაა ხალხის მოსამზადებლად, მაგრამ ბევრი პრაქტიკული, მარტივი გამოცდილება გვაკლია. რა თქმა უნდა, მეტი პროგრესია საჭირო. წინა მთავრობა იყო აგრესიული რეფორმატორი და ზოგჯერ მათ პოლიტიკას არ ვეთანხმებოდით, მაგრამ ეს მთავრობა სუსტია რეფორმების განხორციელების შესაძლებლობების მხრივ. თუმცა, ისინი არსებული ბიზნესების ინტერესებს ითვალისწინებენ. წინა მთავრობა აკეთებდა იმას, რაც სურდა. ზოგჯერ ეს ძალიან კარგი იყო. ვფიქრობ, მათ ძალიან კარგად დაიწყეს, თუმცა ამას ქაოსი მოჰყვა. ამ მთავრობას უფრო მეტად უჭირს ქვეყნისთვის საჭირო რეფორმებისა და ცვლილებების წარმოება“, - აცხადებს ჟაკ ფლერი.

მსოფლიო
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის