ფოთის პორტი საქართველოს უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრია და ქვეყნის ექსპორტ/იმპორტის და საერთაშორისო ტრანზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მასზე მოდის. პორტს დანიური კომპანია APM Terminals-ი მართავს, რომელიც თავის მხრივ, Maersk-ის ჯგუფის წევრია. კომპანია უკვე რამდენიმე წელია საქართველოს მთავრობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ახალი ტერმინალის მშენებლობის დასაწყებად. მთავრობის ინფორმაციით ახალი ნავმისადგომის საინვესტიციო მოცულობა $170 მილიონამდეა.
ფოთის პორტმა 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პორტმა გასულ წელს 187.5 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია, ასევე 38 მილიონი ლარით არის შემცირებული პორტის წმინდა მოგება და ის 83 მილიონ ლარს შეადგენს.
თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.