USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Tbilisi
"ფოთის პორტი" ახალი ტერმინალის პროექტის დასრულებას 2024 წლისთვის გეგმავს
Date:  2105

ფოთის პორტი საქართველოს უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრია და ქვეყნის ექსპორტ/იმპორტის და საერთაშორისო ტრანზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მასზე მოდის. პორტს დანიური კომპანია APM Terminals-ი მართავს, რომელიც თავის მხრივ, Maersk-ის ჯგუფის წევრია. კომპანია უკვე რამდენიმე წელია საქართველოს მთავრობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ახალი ტერმინალის მშენებლობის დასაწყებად. მთავრობის ინფორმაციით ახალი ნავმისადგომის საინვესტიციო მოცულობა $170 მილიონამდეა. 

ფოთის პორტმა 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პორტმა გასულ წელს 187.5 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია, ასევე 38 მილიონი ლარით არის შემცირებული პორტის წმინდა მოგება და ის 83 მილიონ ლარს შეადგენს. 

 დოკუმენტში ფოთის პორტი მიუთითებს, რომ კომპანია ახალი ტერმინალის პროექტის განხორციელების დაწყებას გეგმავს. მშენებლობის დაწყება 2022 წელს, დასრულება კი 2024 წელსაა ნავარაუდევი. 

ფოთის პორტმა ამჟამინდელი ლოკაციის ჩრდილოეთით გაფართოების პროექტი რამდენიმე წლის წინ წარადგინა. კომპანიამ 2020 წელს გაფართოების პირველი საფეხურის, მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო, თუმცა პროექტთან დაკავშირებით APM-სა და მთავრობას შორის ოფიციალური შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა. აღნიშნული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, პორტის ოპერატორს ახალი ტერმინალის პროექტის დაწყება შეეძლება.

ახალი ტერმინალით პორტმა მშრალი ტვირთები, ასევე კონტეინერები უნდა მიიღოს. პორტი ძირითად სატრანსპორტო ნაკადს ცენტრალური აზიიდან პროგნოზირებს.

"ნავსადგურის მისწრაფების, გახდეს კავკასიის რეგიონის მთავრი კარიბჭე, მხარდასაჭერად კომპანიამ წარადგინა ამჟამინდელი ლოკაციის ჩრდილოეთით გაფართოების პროექტი. პროექტი მოიცავს დამატებითი, 1,800 მეტრიანი ტალღთმტეხის, 400 მეტრიანი სანაპირო ნავმისადგომისა და 25 ჰექტარი სასაწყობო ტერიტორიის მშენებლობას თანამედროვე სამუშაო მოწყობილობებითა და ზედსტრუქტურებით.

გაფართოების პროექტი მიმართულია ორივე, ნაყარი მშრალი და საკონტეინერო ტვირთებისკენ და საშუალებას მისცემს ნავსადგურს მოემსახუროს 250 მ. საერთო სიგრძის და 13.5 მ. სიღრმის წყალშიგის მქონე გემებს და ამით ნავსადგურს საშუალებას ეძლევა გაუმჯობესებული სამომხმარებლო წინადადებების შეთავაზებისთვის უფრო დიდი ტევადობის გემების მომსახურებისა და უფრო სწრაფი ბრუნვის უზრუნველსაყოფად, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურის დაჩქარება და მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესება ხდება, რაც სასიკეთოა ფოთისთვისაც და საქართველოსთვისაც.

გარდა ამისა, კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა წამოიწყო საშუალო და გრძელვადიანი მცდელობა მულტიმოდალური პროდუქტის შესაქმნელად, რომელიც მოსალოდნელია, რომ მოიცავს ყაზახეთს, უზბეკეთს და თურქმენეთს, რითაც ფოთი გადაიქცევა ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ პოტენციურ ცენტრად,"- ნათქვამია ფოთის პორტის მმართველობით ანგარიშში. 
tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way