USD 2.7496
EUR 3.1227
RUB 3.3435
თბილისი
ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გაფართოება ცენტრალური აზიიდან ახალი ტვირთნაკადების მოზიდვაზეა ორიენტირებული
თარიღი:  86

უნდა აღინიშნოს, რომ თუ 15 – 20 წლის უკან ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნები, მსოფლიო ბაზრებზე საკუთარი ბუნებრივი რესურსების ექსპორტზე იყვნენ ორიენტირებულნი, სადღეისოდ სიტუაცია დიამეტრალურად იცვლება, აღნიშნული ქვეყნები ექსპორტზე, საკუთარ საწარმოებში გადამუშავებულ პროდუქციას აგზავნიან.      

ცენტრალური აზიის ქვეყნები, მანქანა დანადაგების და მოწყობილობების ტრანსპორტირების შედეგად,  ადგილზე ქმნიან მაღალტექნოლოგიურ სამრეწველო სიმძლავრეებს, რაც შუა დერეფნისათვის დამატებით  რევერსულ ტვირთნაკადად აისახება.

აღნიშნული რეალობის გათვალისიწნებით,  საქართველოს სატრანსპორტო სისტემის პრიორიტეტულ ამოცანას ცენტრალურ აზიის ტვირთწარმომქმნელ რეგიონებში  გადამუშავებული სამრეწველო პროდუქციის ტრანსპორტირებისა და გადამუშავებისათვის ადეკვატური ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს.  

ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქციის ტრანსპორტირების მიზნით, ფოთში შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ ტერიტორიაზე, რომელიც შპს „პეის ტერმინალის“ სახელით იყო ცნობილი, ცენტრალური აზიიდან ტვირთების ახალი სახეობის მისაღებად და გადასამუშავებლად დამატებითი სიმძლვრეები იქმნება.

დამატებითი ტვირთების მოზიდვის ასეთი ტენდენცია, საქართველოზე გამავალი დერეფნის მიმზიდველობის თვალსაზრისით, დადებითად უნდა იქნეს შეფასებული.

მიმდინარე ეტაპზე შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურმა“ სახელმწიფოსთან – ნავსადგურის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში დაასრულა. რაც ნავსადგურის გასაფართოებლად პირველი წინგადადგმული ნაბიჯია.

შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გაფართოებას გააჩნია მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი,  იმის გამო, რომ საქართველოს ნავსადგურები ამ დრომდე სრულად ვერ ემსახურებიან დიდი ტევადობის გემებს, რაც ღრმაწყლოვანი ნავსადგურების არარსებობით არის გამოწვეული, გაფართოების და აკვატორიის 12.5 მ დაღმავების შედეგად, 40 000 ტონამდე ტევადობის გემების მიღება იქნება შესაძლებელი.

შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ – პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ,  2022 წელს  ექსპლუატაციაში იქნა გაშვებული (იხ. ნავსადგურის სქემა).

პირველი ფაზის ფარგლებში (იხ. ნავსადგრის ჰიდროტენიკური ნაგებობების სქემა), მოეწყო 260 მ სიგრძის N 1 ნავმისადგომი, არსებულ ტალღმჭრელ მოლოებს ჩაუტარდათ რეკონსტრუქცია, შესრულდა ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები, მოეწყო სასაწყობო ტერიტორია, ნავმისადგომი გადმოსატვირთი და დასატვირთი ტექნიკით აღიჭურვა.  

პირველი ფაზის დასრულების შედეგად, რაზეც ჯამურმა ინვენსტიციამ 120 მლნ დოლარი შეადგინა, ნავსადგურს წელიწადში ჯამურად 2.5 მლნ ტონა –  მშრალი / ნაყარი, გენერალური,  საკონტეინერო ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობა  გაუჩნდა.

არსებული მდგომარეობით, ნავსადგურს მხოლოდ მასიური ტვირთების ნომეკლატურის მიხედვით,  წელიწადში 460 000 ტ – კარბამიდის, 210 000 ტ  – გოგირდის,   54 000 ტ – ფეროსილიკომანგანუმის  და 36 000 ტ – სპილენძის კონცენტრატის გადამუშავება შეუძლია.

რაც შეეხება შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ მიერარსებული ნავსადგურის ტერიტორიის ფარგლებში გაფართოებას, ანუ მეორე ფაზის განვითარებას, გათვალისწინებულია –  მეორე ნავმისადგომის მოწყობა. რომელიც სხვა ტვირთებთან ერთად, ცენტრალური აზიიდან წამოსული კარბამიდის გაზრდილი მოცულობების გადატვირთვას მოემსახურება.

ჩვენი ორგანიზაცია, საკუთარ პუბლიკაციაში  “ქიმიურ მრეწველობაში 10 მილიარდი დოლარის უზბეკური ინვესტიცია საქართველოს სატერმინალო ქსელის გაფართოებისკენ უბიძგებს”, აღნიშნულ საკითხზე ამახვილებდა ყურადღებას.

მეორე ფაზა – გარდა N 2 ნავმისადგომის მშენებლობისა, შიდა აკვატორიის არეალში დამატებით (ლურჯი ოვალი) ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ჩატარების (იხ. გაფართოების სქემა) და საწყობიდან კარბამიდის გემში გადასატვირთად დახურული კონვეიერის და გემში ჩამტვირთველი მანქანა დანადგარის მონტაჟს ითვალისწინებს.

მეორე ფაზის დასრულების შემდგომ, კარბამიდის (ნაყარი, ბიგბეგებში), გოგირდის, ფეროსილიკომანგანუმის, ალიუმინის სხმულების და ფოლადის რულონების დამატებითი მოცულობების დამუშავება იქნება შესაძლებელი.

მეორე ფაზის გაფართოების შედეგად, კარბამიდის ჯამური სიმძლავრე წელიწადში  700 000 ტონამდე გაიზრდება.

ახალი ტექნოლოგიის გამოყენების პირობებში, გადატვირთვის წარმადობის წელიწადში 700 000 ტონამდე გასაზრდელად, შემცირდება არსებული  (ძველი) საწყობის გადატვირთვის სიმძლავრე და მის საპირწონეთ 600 000 ტონამდე გაიზრდება, 3 050 მ2 ზე განთავსებული ახალი საწყობიდან ძირითადი ოპერაციები. 

ექსპლუატაციის პირობების ცვლილება გემების დატვირთვის ოპერაციებში კორექტირებას ითვალისწინებს, კერძოდ კარბამიდით 40 000 ტონა ტვირთამწეობის გემების დატვირთვა მოხდება დახურული საწყობიდან კონვეიერული სისტემის საშუალებით, რომელიც N2 ნავმისადგომზე მდგარ გემებს დაუკავშირდება.

გარდა ამისა, ექსპლუატაციის პირობების ცვლილება, აკვატორიის 3 ჰექტარ ფართობზე, ნავმისადგომის არეალში 12,5 მეტრამდე დაღრმავებას ითვალისწინებს, რისთვისაც დრეგირებული მასალის სახით გამოტანილი იქნება  150 000 – 200 000 მ3 გრუნტი.

დასკვნის სახით – შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გაფართოებით, საქართველოზე გამავალ დერეფანს ცენტრალური აზიიდან  დამატებითი ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობა გაუჩნდება, გარდა ამისა, საქართველოს ორივე – ბათუმის და ფოთის ნავსადგურში ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე, კარბამიტის გაზრდილი მოცულობების მიღება – გადამუშავება იქნება შესაძლებელი.

წყარო:https://transcor.ge/

თბილისი
თბილისის ქუჩები რომელთაც 30 აპრილს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 30 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), კუს ტბის  მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ცხვედაძის, ფალიაშვილის, ირაკლი აბაშიძის, გრიგოლ მუხაძის, ტიციან ტაბიძის, ძმები კიკნაველიძეების, რაზმაძის, თენგიზ ახმეტელის, პოლიციის, დარიალის, მიშველაძის, კავსაძის, ბერძენიშვილის, მოსაშვილის, გიორგი წერეთლის, ავალიშვილის, მიქელაძის, აბულაძის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას III, IV, VI, VII კვარტლების (ნაწილობრივ), გიორგი გეგეჭკორის, ყაზბეგის, ედიშერ მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, მედეა ჩახავას, ოთარ ლორთქიფანიძის, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ჩხეიძის, მარიჯანის, ირინე სხირტლაძის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.