USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
თბილისი
ფორბსი - ევროპა უერთდება აშშ-ის კომპანიებს, რომლებიც ჩინეთიდან გადიან
თარიღი:  1749

ევროპა უერთდება აშშ-ის კომპანიებს, რომლებიც ჩინეთიდან გადიან – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა, „ფორბსი.“

გამოცემა წერს, რომ სავაჭრო ომი გლობალური მიწოდების ქსელი რუკას, ჩინური წარმოების საზიანოდ ცვლის. ხარისხის კონტროლისა და მიწოდების ქსელის აუდიტორის „ქიმას“ (QIMA) მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, ჩინეთიდან გამავალი ბიზნესების პროცენტული მაჩვენებელი ამერიკული კომპანიებისთვის 80 პროცენტი იყო, ევროკავშირში დაფუძნებული კომპანიებისთვის კი 67 პროცენტი.

ჩინეთში დაფუძნებული აუდიტის მოთხოვნა შემცირდა 13 პროცენტით, რადგან კონტინენტური ჩინეთის მწარმოებლები ან სწრაფად კარგავენ უცხოელ კლიენტებს ტარიფებთან დაკავშირებული ხარჯების გამო, ან გადააქვთ მათი წარმოების ნაწილი ჩინეთიდან, რათა მოხდეს ამ ტარიფების თავიდან აცილება. ევროპული კომპანიები ნაკლებად დაზარალდნენ სავაჭრო ომით, რადგან მათ ქვეყნებს ჩინეთის იმპორტზე ტარიფები არ აქვთ დაწესებული. მაგრამ „ქიმა“ ფიქრობს, რომ ევროპულ კომპანიებს საკუთრი მიზეზები აქვთ, რომ ჩინეთის წარმოებაზე დამოკიდებულება შეამცირონ. „ეს ასე არ არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პატარა ქვეყნებში, რადგან მოძრაობა იქ 1990-იან წლებში უკან გადადგმულ აუცილებელ ნაბიჯს არ წარმოადგენს, როდესაც ჩინეთში იაფი სამუშაო ძალა იყო და ქვეყანა დაბიჯნძურების და შრომის უფლებების იგნორირებას ახდენდა. „ქიმას“ ბოლო გამოკითხვაში, აშშ-ის რესპონდენტთა 75 პროცენტზე მეტმა განაცხადა, რომ ტარიფებმა მათზე იმოქმედა, რადგან ტარიფებთან დაკავშირებული ხარჯები ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გავლენას ახდენს მათ ბიზნესზე. შედეგად, ისინი მოძრაობენ ან ეძებენ უფრო სწრაფად გადაადგილებას, ვიდრე ეს ადრე დაგეგმილი იყო. ევროპა იმავე ნავში იმყოფება“ – წერს „ფორბსი"

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის