USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
ფონიჭალასა და ლაგოდეხში შსს-ს სპეცოპერაციები დასრულდა
дата:  492

თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, საქმე ნარკოდანაშაულს ეხება და დაკავებულია რამდენიმე პირი. გარდა ამისა, სპეცოპერაცია კიდევ რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს, მათ შორის ლაგოდეხში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, საქმე, სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორების დაკავებას ეხება. უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ფონიჭალაში, სპეცოპერაციის შედეგად, 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი დააკავეს.

კუპატაძის თქმით, დაკავებულებს შორის, არიან ქალებიც.

„გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ფონიჭალაში, 4 ლოკაციაზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, ღონისძიება გრძელდება, სხვადასხვა სახით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე, დაკავებულების რაოდენობა მინიმუმ, გაორმაგდება, დაკავებული არიან, როგორც მანდილოსნები, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც“, - განაცხადა კუპატაძემ.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კალანდაძის განცხადებით, სამართალდამცავებმა რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

კალანდაძის თქმითვე, კახეთის რეგიონში სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„კახეთის რეგიონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 4 ნარკორეალიზატორია დაკავებული. სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული პირების მიმართ გამოძიების ფარგლებში საკონტროლო შესყიდვები ჩატარდა. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა კალანდაძემ.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი

Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 19 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 06:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, სოფელი წავკისის, სოფელი შინდისის და სოფელი კოჯრის მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი სააკაძის დაღმართის, 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის, იყალთოს, ხვიჩიას, კოსტავას,  არჩილ სულაკაურის, სულხან ცინცაძის, ბახტრიონის, ვახტანგ ჭაბუკიანის, იოსებიძის, საბურთალოს და მიროტაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III, IV, V მიკრორაიონების, ქანთარიას, ჟღენტის, გაბუნიების და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძე-ორბელიანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II, III, IV, VII მიკრორაიონების, ლაზოს, სარაჯიშვილის, შუშინის, ტაძრის, ილორის, ილია ვეკუას, წყალსადენის, გელა ჭედიას, ფორე მოსულიშვილის, მონასტრის, იპოლიტოვ-ივანოვის, ჭელიძის, შეშელიძის, ხიზანიშვილის და კუფტინის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, ჟველაურის, იფნევის, ბოგვის, ქვიშხეთის, ხევისუბნის, დვირის, ჟინვალის, ზვარეთის, კვერნაულის, ლიახვის, ჭოპორტის, ერწოს, არალეთის, ედისის, გუდამაყრის, ბუაჩიძის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати