USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ფონიჭალასა და ლაგოდეხში შსს-ს სპეცოპერაციები დასრულდა
Date:  781

თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, საქმე ნარკოდანაშაულს ეხება და დაკავებულია რამდენიმე პირი. გარდა ამისა, სპეცოპერაცია კიდევ რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს, მათ შორის ლაგოდეხში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, საქმე, სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორების დაკავებას ეხება. უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ფონიჭალაში, სპეცოპერაციის შედეგად, 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი დააკავეს.

კუპატაძის თქმით, დაკავებულებს შორის, არიან ქალებიც.

„გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ფონიჭალაში, 4 ლოკაციაზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, ღონისძიება გრძელდება, სხვადასხვა სახით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე, დაკავებულების რაოდენობა მინიმუმ, გაორმაგდება, დაკავებული არიან, როგორც მანდილოსნები, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც“, - განაცხადა კუპატაძემ.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კალანდაძის განცხადებით, სამართალდამცავებმა რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

კალანდაძის თქმითვე, კახეთის რეგიონში სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„კახეთის რეგიონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 4 ნარკორეალიზატორია დაკავებული. სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული პირების მიმართ გამოძიების ფარგლებში საკონტროლო შესყიდვები ჩატარდა. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა კალანდაძემ.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way