USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
თბილისი
„ფაინენშელ თაიმსი“: „ევროკავშირი რუსულ გაზზე დაბრუნების საკითხს იხილავს?! შესაძლოა ეს მოხდეს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩოებში“
თარიღი:  450

რუსული მილსადენური გაზის მომხრეთა მტკიცებით,  ციმბირული იაფი „ცისფერი საწვავის“ მიწოდების განახლება გააიოლებს რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ენერგოშემცველების შესყიდვის ხარჯებს, - აღნიშნულია ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროკავშირი რუსულ გაზზე დაბრუნების საკითხს იხილავს?! შესაძლოა ეს მოხდეს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩოებში“ (ავტორები - ჰენრი ფოი და ქრისტოფერ მილერი). „რუსული გაზის დაბრუნების შესაძლებლობა ბრიუსელელი დიპლომატებსა და ჩინოვნიკებში გაღიზიანებას იწვევს“, - წერს გაზეთი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროკავშირის ჩინოვნიკები იხილავენ საკითხს - საჭიროა თუ არა რუსული მილსადენური გაზის მიწოდება ევროკავშირის უმეტეს წევრ სახელმწიფოებში - უკრაინა-რუსეთის ომის ამომავლო დარეგულირების ჩარჩოებში, - იტყობინებიან კომპეტენტური წყაროები.

გაზის შესყიდვის მომხრეების მტკიცებით, რუსული გაზის მიღების განახლება ფასებს დასცემს და ამით ევროპაში საკმაოდ გაძვირებული ენერგოშემცველები მნიშვნელოვნად გაიაფდება. გაზის შესასყიდად რუსებისათვის რევერანსის გაკეთება ხელს შეუწყობს კრემლის დაჯდომას მოლაპარაკების მაგიდასთან და ორივე მხარეს სტიმულს მისცემს ცეცხლის შეწყვეტის რეალიზებისათვის.მაგრამ თვითონ იდეამ -  რუსული გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე ევროკავშირში, თუნდაც წინასწარი ვარაუდების სახით - მრისხანე უარყოფა გამოიწვია უკრაინის ევროპელი მოკავშირეების მხრიდან.

სამმა ოფიციალურმა პირმა, რომლებიც საქმის კურსში არიან, განაცხადეს, რომ იდეა მოიწონეს რიგმა გერმანელმა და უნგრელმა ჩინოვნიკებმა, რამდენიმე დედაქალაქის მხარდაჭერით, რომლებიც რუსული გაზის მიღებაში ენერგოშემცველებზე არსებული მაღალი ფასების დაწევას იმედოვნებენ.

„ზოგიერთი დიდი ქვეყანა გაზზე მაღალი ფასების მეშვეობით დანარჩენებზე ზეწოლას ახდენენ და, რა თქმა უნდა, რუსული მისადენური გაზის შესყიდვა ფასებს დასცემს“, - ამბობს საქმის მცოდნე ერთ-ერთი წყარო.

რასაკვირველია, ციმბირული „ცისფერი საწვავის“ ევროკავშირში ექსპორტით კრემლი ბევრ ფულს მიიღებს. უკრაინასთან ომის დაწყებამდე მილსადენური გაზის იმპორტის მოცულობა ევროპაში საერთი იმპორტის 40%-ს შეადგენდა, თანაც უმსხვილეს იმპორტიორად სწორედ გერმანია გამოდიოდა.

დონალდ ტრამპმა მოითხოვა კონფლიქტის შეწყვეტა „რაც შეიძლება მალე“. შესაბამისად, ევროპულ დედაქალაქებში მტკიცე შეთანხმების აუცილებელი ელემენტების განხილვას შეუდგნენ. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე დაემუქრა  ევროკავშირს ბაჟების გაზრდით, თუ ევროპელები არ დაიწყებენ ამერიკული თხევადი გაზის შეძენას დიდი მოცულობით, რომელიც მილსადენურ გაზზე ბევრად იაფია.

რუსული გაზის დაბრუნების შესაძლებლობამ ბრიუსელელ დიპლომატებსა და ჩინოვნიკებში და აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში რისხვა გამოიწვია - ისინი ხომ მესამე წელია ცდილობენ ციმბირული გაზის იმპორტის მინიმუმამდე შემცირებს. „ეს ხომ უგუნურებაა, - ამბობს ერთ-ერთი ბრიუსელელი ჩინოვნიკი, - როგორი დონის სულელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ახლა ამ ვარიანტზე ფიქრი დაიწყოს?“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ომის ცხელი ფაზის დასრულებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება... რა თქმა უნდა, დილომატიური გადაწყვეტილების მიღება უფრო პრიორიტეტული იქნება - შემცირდება მსხვერპლისა და სხვა დანაკარგების რაოდენობა“. სამწუხაროდ, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია არანაირი კომენტარს არ აკეთებს.

დისკუსიის განახლებამ რუსული გაზის მიწოდების შესახებ ამერიკული თხევადი გაზის ექსპორტიორები ძალიან შეაშფოთა - ისინიც ხომ ჩქარობენ ხელი მოაწერონ გრძელვადიან შეთანხმებებს ევროპულ კომპანიებთან, რადგან შიშობენ, რომ რუსული გაზის უკრაინული ტრანზიტის აღდგენა ნებისმიერი ფორმით, მათ თხევად გაზს არაკონკურენტუნარიან პროდუქციად გადააქცევს.

ევრპის კომისიის ერთ-ერთი წამყვანი ჩინოვნიკი ენერგეტიკის საკითხებში დან იორგენსენი ახლახან აშშ-ში ჩავიდა, სადაც იგი მოლაპარაკებას გამართავს თხევადი გაზის მიწოდებაში გრძელვადიანი შეთანხმებების დადების მიზნით. 

ევროკავშირმა უკვე გამოცხადებული აქვს, რომ ბლოკის ენერგეტიკული სისტემის გაწმენდა რუსული ყოველგვარი საწვავი წიაღისეულის ნაშთებისაგან 2027 წლისათვის დასრულდება. ევროკავშირის ენერგეტიკულმა კომისარმა დან იორგენსენმა  გეგმა მარტში უნდა წარადგინოს.

მაგრამ ევროკავშირის მძიმე მრეწველობის არასახარბიელო მდგომარეობამ ევროპული ქვეყნები აიძულა უფრო იაფი ენერგეტიკული წყარო მოეძებნათ. ამერიკული გაზი ხომ ევროპაში ორჯერ და სამჯერ ძვირია, ვიდრე თვითონ აშშ-ში.

2024 წლის დეკემბრისათვის რუსული მილსადენური გაზის წილი ევროპაში საერთო მოცულობის 10%-ს შეადგენდა, მაგრამ უკვე მიმდინარე წლის იანვარში ორჯერ შემცირდა, რადგან უკრაინამ უარი განაცხადა მის ტრანზიტზე.

„თურქული ნაკადი“ ამჟამად რუსული მილსადენური გაზის ერთადერთი წყაროს წარმოადგენს ევროკავშირისათვის, რომლის მეშვეობით უნგრეთს ყოველწლიურად 7,5 მილიარდი კუბმეტრი იაფი გაზი მიეწოდება. პარალელურად ბუდაპეშტი ბრატისლავის პრორუსულ მთავრობასთან ერთად ზეწოლას ახდენს კიევზე, რომ მან რუსული გაზის ტრანზიტი აღადგინოს. „ბოლოსდაბოლოს, ყველას უნდა იაფი გაზი. ყველას სურს, რომ „ცისფერ საწვავზე“ ფასები შემცირდეს, ეს კი რუსული გაზის გარეშე არ მოხდება“, - ასკვნის ევროკავშირის მაღალჩინოსანი.

წყარო: https://www.ft.com/content/a19aa690-fb54-41ea-9885-10972b11ab24

გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.