რუსული მილსადენური გაზის მომხრეთა მტკიცებით, ციმბირული იაფი „ცისფერი საწვავის“ მიწოდების განახლება გააიოლებს რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ენერგოშემცველების შესყიდვის ხარჯებს, - აღნიშნულია ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროკავშირი რუსულ გაზზე დაბრუნების საკითხს იხილავს?! შესაძლოა ეს მოხდეს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩოებში“ (ავტორები - ჰენრი ფოი და ქრისტოფერ მილერი). „რუსული გაზის დაბრუნების შესაძლებლობა ბრიუსელელი დიპლომატებსა და ჩინოვნიკებში გაღიზიანებას იწვევს“, - წერს გაზეთი.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ევროკავშირის ჩინოვნიკები იხილავენ საკითხს - საჭიროა თუ არა რუსული მილსადენური გაზის მიწოდება ევროკავშირის უმეტეს წევრ სახელმწიფოებში - უკრაინა-რუსეთის ომის ამომავლო დარეგულირების ჩარჩოებში, - იტყობინებიან კომპეტენტური წყაროები.
გაზის შესყიდვის მომხრეების მტკიცებით, რუსული გაზის მიღების განახლება ფასებს დასცემს და ამით ევროპაში საკმაოდ გაძვირებული ენერგოშემცველები მნიშვნელოვნად გაიაფდება. გაზის შესასყიდად რუსებისათვის რევერანსის გაკეთება ხელს შეუწყობს კრემლის დაჯდომას მოლაპარაკების მაგიდასთან და ორივე მხარეს სტიმულს მისცემს ცეცხლის შეწყვეტის რეალიზებისათვის.მაგრამ თვითონ იდეამ - რუსული გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე ევროკავშირში, თუნდაც წინასწარი ვარაუდების სახით - მრისხანე უარყოფა გამოიწვია უკრაინის ევროპელი მოკავშირეების მხრიდან.
სამმა ოფიციალურმა პირმა, რომლებიც საქმის კურსში არიან, განაცხადეს, რომ იდეა მოიწონეს რიგმა გერმანელმა და უნგრელმა ჩინოვნიკებმა, რამდენიმე დედაქალაქის მხარდაჭერით, რომლებიც რუსული გაზის მიღებაში ენერგოშემცველებზე არსებული მაღალი ფასების დაწევას იმედოვნებენ.
„ზოგიერთი დიდი ქვეყანა გაზზე მაღალი ფასების მეშვეობით დანარჩენებზე ზეწოლას ახდენენ და, რა თქმა უნდა, რუსული მისადენური გაზის შესყიდვა ფასებს დასცემს“, - ამბობს საქმის მცოდნე ერთ-ერთი წყარო.
რასაკვირველია, ციმბირული „ცისფერი საწვავის“ ევროკავშირში ექსპორტით კრემლი ბევრ ფულს მიიღებს. უკრაინასთან ომის დაწყებამდე მილსადენური გაზის იმპორტის მოცულობა ევროპაში საერთი იმპორტის 40%-ს შეადგენდა, თანაც უმსხვილეს იმპორტიორად სწორედ გერმანია გამოდიოდა.
დონალდ ტრამპმა მოითხოვა კონფლიქტის შეწყვეტა „რაც შეიძლება მალე“. შესაბამისად, ევროპულ დედაქალაქებში მტკიცე შეთანხმების აუცილებელი ელემენტების განხილვას შეუდგნენ. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე დაემუქრა ევროკავშირს ბაჟების გაზრდით, თუ ევროპელები არ დაიწყებენ ამერიკული თხევადი გაზის შეძენას დიდი მოცულობით, რომელიც მილსადენურ გაზზე ბევრად იაფია.
რუსული გაზის დაბრუნების შესაძლებლობამ ბრიუსელელ დიპლომატებსა და ჩინოვნიკებში და აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში რისხვა გამოიწვია - ისინი ხომ მესამე წელია ცდილობენ ციმბირული გაზის იმპორტის მინიმუმამდე შემცირებს. „ეს ხომ უგუნურებაა, - ამბობს ერთ-ერთი ბრიუსელელი ჩინოვნიკი, - როგორი დონის სულელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ახლა ამ ვარიანტზე ფიქრი დაიწყოს?“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ომის ცხელი ფაზის დასრულებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება... რა თქმა უნდა, დილომატიური გადაწყვეტილების მიღება უფრო პრიორიტეტული იქნება - შემცირდება მსხვერპლისა და სხვა დანაკარგების რაოდენობა“. სამწუხაროდ, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია არანაირი კომენტარს არ აკეთებს.
დისკუსიის განახლებამ რუსული გაზის მიწოდების შესახებ ამერიკული თხევადი გაზის ექსპორტიორები ძალიან შეაშფოთა - ისინიც ხომ ჩქარობენ ხელი მოაწერონ გრძელვადიან შეთანხმებებს ევროპულ კომპანიებთან, რადგან შიშობენ, რომ რუსული გაზის უკრაინული ტრანზიტის აღდგენა ნებისმიერი ფორმით, მათ თხევად გაზს არაკონკურენტუნარიან პროდუქციად გადააქცევს.
ევრპის კომისიის ერთ-ერთი წამყვანი ჩინოვნიკი ენერგეტიკის საკითხებში დან იორგენსენი ახლახან აშშ-ში ჩავიდა, სადაც იგი მოლაპარაკებას გამართავს თხევადი გაზის მიწოდებაში გრძელვადიანი შეთანხმებების დადების მიზნით.
ევროკავშირმა უკვე გამოცხადებული აქვს, რომ ბლოკის ენერგეტიკული სისტემის გაწმენდა რუსული ყოველგვარი საწვავი წიაღისეულის ნაშთებისაგან 2027 წლისათვის დასრულდება. ევროკავშირის ენერგეტიკულმა კომისარმა დან იორგენსენმა გეგმა მარტში უნდა წარადგინოს.
მაგრამ ევროკავშირის მძიმე მრეწველობის არასახარბიელო მდგომარეობამ ევროპული ქვეყნები აიძულა უფრო იაფი ენერგეტიკული წყარო მოეძებნათ. ამერიკული გაზი ხომ ევროპაში ორჯერ და სამჯერ ძვირია, ვიდრე თვითონ აშშ-ში.
2024 წლის დეკემბრისათვის რუსული მილსადენური გაზის წილი ევროპაში საერთო მოცულობის 10%-ს შეადგენდა, მაგრამ უკვე მიმდინარე წლის იანვარში ორჯერ შემცირდა, რადგან უკრაინამ უარი განაცხადა მის ტრანზიტზე.
„თურქული ნაკადი“ ამჟამად რუსული მილსადენური გაზის ერთადერთი წყაროს წარმოადგენს ევროკავშირისათვის, რომლის მეშვეობით უნგრეთს ყოველწლიურად 7,5 მილიარდი კუბმეტრი იაფი გაზი მიეწოდება. პარალელურად ბუდაპეშტი ბრატისლავის პრორუსულ მთავრობასთან ერთად ზეწოლას ახდენს კიევზე, რომ მან რუსული გაზის ტრანზიტი აღადგინოს. „ბოლოსდაბოლოს, ყველას უნდა იაფი გაზი. ყველას სურს, რომ „ცისფერ საწვავზე“ ფასები შემცირდეს, ეს კი რუსული გაზის გარეშე არ მოხდება“, - ასკვნის ევროკავშირის მაღალჩინოსანი.
წყარო: https://www.ft.com/content/a19aa690-fb54-41ea-9885-10972b11ab24