„ჩემი ცხოვრების ერთ წელზე მეტ ხანს ოთხ კედელს შორის ვიმყოფები, პატიმარი ვარ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩემი პრეზიდენტობის ჟამს უდიდეს წარმატებას ვაზიარე. ახლა კი მოწამლული და მკაცრი მოპყრობით გაწამებული, მზის სინათლეს მოკლებული, ავადმყოფი ვარ და ფიზიკური ძალ-ღონე მაკლდება“, - წერ მიხეილ სააკაშვილი ამერიკულ ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მე ქართველი პოლიტპატიმარი ვარ და თუ მოვკვდები, ჩემი სიკვდილის შედეგი საქართველოს კრემლთან დაახლოება იქნება“.
სტატიის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, წერს თავის მიღწევებზე საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში: „ჩემს მიერ გატარებული რეფორმების წყალობით საქართველო, რომელიც არშემდგარი სახელმწიფოს წარმოადგენდა, ჩემი სამშობლო რეგიონში ყველაზე მოწინავე ქვეყნად გადაიქცა დემოკრატიის თვალსაზრისით.... ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია... ჩვენ ომი გვქონდა რუსეთთან და ჩემი ხელმძღვანელობით საქართველო გადარჩა... 2013 წელს მე, დემოკრატიული პრინციპების დაცვით, ხელისუფლება მშვიდობიანად გადავეცი ახალ მთავრობას, რაც რეგიონში უპრეცედენტო, პირველი შემთხვევა იყო...“.
შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გადადის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და მმარტველი პარტიის დამაარსებელ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე: „მე ახლა საქართველოს ყურება აღარ შემიძლია. ჩემი მემკვიდრეობა გასაოცარი სისწრაფით ინგრევა. ყოველი სახელმწიფო ინსტიტუტი და სტრუქტურა, რაც კი შევქმენი, განადგურების პირას არის მისული. ქვეყნის განვითარების ძირითადი პროექტები შეჩერებული და გაუქმებულია. ახალგაზრდები ქვეყნის გარეთ გარბიან... მე ვთვლი, რომ ქართველ-რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა თავის პირად მამულად გადააქცია. უფრო უარესი - მან საქართველოს დასავლური კურსიდან გადაახვევინა და რუსეთის გავლენის სფეროსაკენ მიმართა.
როგორც კი სამუშაოდ უკრაინაში გადავედი, საქართველოს ხელისუფლებამ ქართულ პოლიტიკას ჩამომაშორა. მოქალაქეობა ჩამომართვა და იმედოვნებდნენ, რომ გაყალბებული სისიხლის სამართლის საქმის გამო, დაჭერის შიშით საქართველოში ვერ დავბრუნდებოდი. ვცდილობდი, რომ საქართველოს თავისუფლებისადმი მიძღვნილ მიტინგებში შორიდან მიმეღო მონაწილეობა, ვიდეოკავშირით. მას სემდეგ კი, როცა დავინახე, თუ როგორ მოპარა მმართველმა პარტიამ ოპოზიციას გამარჯვება ზედიზედ ორ არჩევნებში, მე მეტად ვეღარ შევძელი შორიდან მეყურებინა ჩემი ქვეყნის დაცემისათვის - დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა საქართველოს რეგრესი შემეჩერებინა. მე უდიდესმა ნოსტალგიამ შემიპუყრო, ღამღამობით სამშობლო მესიზმრებოდა, მენატრებოდა სახლი, სადაც მე ბავშვობა გავატარე.
რამდენადაც ახლოვდებოდა 2021 წლის არჩევნები, გადავწყვიტე მასში მონაწილეობა მიმეღო. ვიცოდი, რომ საქართველოს მთავრობდა სამშობლოში თვითმფრინავით ჩასვლის ნებას არ მომცემდა, ამიტომ გადავწყვიტე საიდუმლოდ სატვირთო მანქანით დაბრუნება, რომელსაც უკრაინიდან საქართველოში რძის პროდუქტები გადაჰქონდა.
ვიცოდი, რომ დამაპატიმრებდნენ, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ეს არჩევნების შემდეგ მოხდებოდა, თუმცა, როგორც კი მთავრობამ ჩემი დაბრუნების ამბავი გაიგო, სწრაფად დამაკავეს და ციხეში ჩამსვეს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი და აღწერს საპყრობილეში ყოფნის „საშინელ პირობებს“ - როგორც ცდილობდნენ მის მოკვლას, როგორ აწამებდნენ, რა ცუდ სიტუაციაში ჰყავდათ გამომწყვდეული და როგორ გახდა იძულებული საქართველოს ხელისუფლება, დასავლეთის მოთხოვნით, პატიმრისათვის პირობები გაემჯობესებინა.
„მე ახლა ბოლო წლის განმავლობაში სამოქალაქო საავადმყოფოში ვიმყოფები, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობა მაინც უარესდება. თავის დროზე მე ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და მოძრავი, ჰიპერაქტიური პოლიტიკოსი მთელ მსოფლიოში (ახლა ვატყობ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ჩემზე აქტიური გამოდგა). სამწუხაროდ, დღეს მე პატარა ჩაკეტილ სივრცეში ვიმყოფები, სადაც მზეს ვერ ვხედავ... ამ მძიმე პირობებმა ჩემს ხედვებზე გავლენა მოახდინა. პირველად, 50 წლის ასაკში, მე გავაცნობიერე ოჯახის მნიშვნელობა ჩემს ცხოვრებაში. ახლა მე დიდხანს არ ვუყურებ ტელევიზორს, უფრო დაინტერესებული ვარ იმით, თუ როგორ სწავლობს ჩემი შვილი... დედაჩემის საუბარი მსიამოვნებს და დედა-შვილურ დამოკიდებულებას ვგრძნობ.
და მაინც, როგორც არ ვეცადე ქართული პოლიტიკისგან დაშორებას, ჩემთან პოლიტიკა ისევ ბრუნდებოდა. მე მივხვდი, რომ მიუხედავად პატიმრობისა, მთავარი და გადამწყვეტი როლი უნდა შემესრულებინა საქართველოს მომავლისათვის. მე არ შემიძლია ამ როლზე უარის თქმა.
ევროპარლამენტის პოლონელმა წევრმა პირდაპირ თქვა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, იგივე ბედი ელოდება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასო“. მე მინდა, რომ მისი ნათქვამი არ გამართლდეს, მაგრამ ვშიშობ, ის მართალია. ჩემი სიკვდილი არამარტო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის დაკარგვას ნიშნავს საქართველოსთვის, არამედ იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ევროპულ არჩევანზე უარს იტყვის და კრემლის მხარეს გადავა.
დღეს ჩემი ბრძოლა გადარჩენისათვის იგივეა, რაც უკრაინის ბრძოლა. ახლა ჩემი მტავარი მიზანია ცოცხლად დავრჩე. იმიტომ, რომ სანამ ცოცხალი ვარ, ყველას, ციხის გარეთ, ამტანობისა და იმედის მაგალითს ვაძლევ, რათა ისინი წინ აღუდგნენ რუსეთის იმპერიულ ამბიციებს დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად - საქართველოშიც და უკრაინაშიც. ყველგან.
ტელევიზორში ვუყურებ უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინელებს, რომლებმაც თავიანთი ქვეყანა დამონებას გადაარჩინეს. ვიცი, რომ ისინი აუცილებელად გაიმარჯვებენ რუსეთზე. საპყრობილეში რომ არ ვიყო, მე ახლა მათთან ერთად ვიქნებოდი და სიტუაციის გაუმჯობესებას შევეცდებოდი. ის, რომ ახლა უმოქმედოდ ვარ, ჩემთვის ყველაზე დიდ სასჯელს წარმოადგენს. დღეს ჩემთვის მთავარია, რომ ეს გადავიტანო...“, - აღნიშნავს სტატიის დასასრულს მიხეილ სააკაშვილი.
წყარო: https://www.newsweek.com/georgia-russia-ukraine-zelenskyy-1818221