„ევროპის სახალხო პარტია მოელის, რომ საქართველოში მოახლოებული საარჩევნო კამპანია ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინების და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე ჩატარდება."
„ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკი საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„ევროპის სახალხო პარტია“ ელოდება, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ხმების მოსყიდვისგან, ამომრჩეველთა დაშინებისგან, ძალადობისთვის დაუსჯელობისგან და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისგან თავისუფალი იქნება, როგორც ამის შესახებ წინა არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლებმა ანგარიშში წარმოადგინეს“, - წერს ტუსკი.
ამასთან, ტუსკი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე წერს და აღნიშნავს, რომ პარტია მას მიესალმება, თუმცა შეშფოთებულია იმით, რომ გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება.
შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება და საქართველოს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და რურუას გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ, - წერს დონალდ ტუსკი .
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/