USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე დონალდ ტუსკი - მხარეებს შეთანხმების სრული შესრულებასა და რურუას გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ
Date:  574

„ევროპის სახალხო პარტია მოელის, რომ საქართველოში მოახლოებული საარჩევნო კამპანია ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინების და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე ჩატარდება."

„ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკი საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„ევროპის სახალხო პარტია“ ელოდება, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ხმების მოსყიდვისგან, ამომრჩეველთა დაშინებისგან, ძალადობისთვის დაუსჯელობისგან და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისგან თავისუფალი იქნება, როგორც ამის შესახებ წინა არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლებმა ანგარიშში წარმოადგინეს“, - წერს ტუსკი.

ამასთან, ტუსკი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე წერს და აღნიშნავს, რომ პარტია მას მიესალმება, თუმცა შეშფოთებულია იმით, რომ გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება.

შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება და საქართველოს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და რურუას გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ, - წერს დონალდ ტუსკი .

 

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way