პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თამაში ლამაზი სანახავი იყო, უფრო რეალური მომენტები ინგლისელებს ჰქონდათ: ჯერ კოლვილის თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, კომპენსირებულ დროში კი ჯონსმა თავისი გუნდი დააწინაურა, რის შემდეგაც კოლვილმა ესპანელთა სათადარიგოთა სკამთან მიირბინა, შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და მსაჯმა ინგლისელთა მწვრთნელის ასისტენტი კოული გააძევა.
ინგლისმა ექვსივე მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო და 40 წლის შემდეგ პირველად გახდა ტურნირის გამარჯვებული.