USD 2.6957
EUR 3.1316
RUB 3.4658
Tbilisi
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა
Date:  
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ინგლისმა ესპანეთი 1:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თამაში ლამაზი სანახავი იყო, უფრო რეალური მომენტები ინგლისელებს ჰქონდათ: ჯერ კოლვილის თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, კომპენსირებულ დროში კი ჯონსმა თავისი გუნდი დააწინაურა, რის შემდეგაც კოლვილმა ესპანელთა სათადარიგოთა სკამთან მიირბინა, შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და მსაჯმა ინგლისელთა მწვრთნელის ასისტენტი კოული გააძევა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ესპანელებმა შეუტიეს, აბელ რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, მერე მისი თავური მიზანს ოდნავ ასცდა. ინგლისელებმა სახიფათო კონტრიერიშებით უპასუხეს, შანსებიც მიეცათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა
 
მეკარე ტენასი. ბოლოს ესპანელთა შტურმმა შედეგი გამოიღო, აქტიურმა აბელ რუისმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა, თუმცა მეკარე ტრეფორდმა არ გაატანინა და ინგლისმა გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ არბიტრმა შეხვედრის დასასრულს ესპანელ ანტონიო ბლანკოს და ინგლისელ გიბს-უაიტს უჩვენა წითელი ბარათები.

ინგლისმა ექვსივე მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო და 40 წლის შემდეგ პირველად გახდა ტურნირის გამარჯვებული.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“. 18 884 მაყურებელი
ინგლისი - ესპანეთი
გოლი: ჯონსი (45+4)
World
ესპანეთში მომხდარი ტრაგედიის გამო ბრიუსელში, ევროკავშირისა და ევროპარლამენტის შენობების წინ ევროკავშირისა და ესპანეთის დროშები დაუშვეს

ესპანეთში მომხდარი ტრაგედიის გამო ბრიუსელში, ევროკავშირისა და ევროპარლამენტის შენობების წინ ევროკავშირისა და ესპანეთის დროშები დაუშვეს. ამით ევროკავშირმა ესპანეთს, სარკინიგზო კატასტროფის გამო, სოლიდარობა გამოუცხადა.

ესპანეთში გლოვაა. ბოლო მონაცემებით, ავარიამ 39 ადამიანი იმსხვერპლა. ამ დრომდე დაუდგენელია კატასტროფის გამომწვევი მიზეზი. შემთხვევა ევროპაში გასული 80 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ავარიად შეფასდა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way