USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
Date:  414

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს შეფერხებაა და მესიჯი, რომლის გაგზავნაც დღეს არ გვსურდა, თუმცა მუშაობას ვაგრძელებთ“, - განაცხადა კაია კალასმა.

მისი თქმით, სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმების მიღწევის მიზნით ევროკავშირი უნგრეთთან და სლოვაკეთთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.

„ეს მარტივი არ არის. ვწუხვარ, რომ დღეს შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ ამ ომის დაწყების წლისთავია და უკრაინისთვის ძლიერი მესიჯების გაგზავნა გვჭირდება, რომ ჩვენ მათ დახმარებას და ასევე, რუსეთზე ზეწოლას ვაგრძელებთ“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way